png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„უნგრეთი საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია“ - თინათინ ხიდაშელი

  • თავდაცვა
  • 06.05.2016
  • 10:54
„უნგრეთი საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია“ - თინათინ ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვიზიტად უნგრეთში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს უნგრელმა კოლეგამ იშტვან სიმიჩკომ უმასპინძლა. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა უნგრეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თინათინ ხიდაშელმა იშტვან სიმიჩკოს სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. უნგრელმა კოლეგამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი ოფიცრებისთვის თავდაცვის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა შესაძლებლობა შესთავაზა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხს. თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმდინარეობა და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები გააცნო. უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ უნგრეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უნგრული მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.

„დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება უნგრეთში. შეხვედრაზე ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატე საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიღწევების მიმართ. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად სერიოზული ვალდებულებები შეასრულა საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ძალიან ვაფასებთ ყველა ამ მიღწევას. უნგრეთი თავიდანვე გამუდმებით უჭერდა მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და, რა თქმა უნდა, სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სამხედრო, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ საქართველოს და ქართველ ოფიცრებს თავდაცვის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით ბევრი შესაძლებლობა შევთავაზეთ. უნგრეთის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩნია კარგად მომზადებული სამხედრო მოსამსახურეებით, სპეციალური ოპერაციების ძალებით. ნატოს და ნატოს წევრ ქვეყნებთან შესაძლებლობების გაზიარების ფარგლებში, უნგრეთმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია სამხედრო მედიცინის სფეროში. ასევე გაგვაჩნია წვრთნისა და განათლების შესანიშნავი შესაძლებლობები, რაც ღიაა ჩვენი ქართველი მეგობრებისა და ქართველი ოფიცრებისათვის. ჩემს ქართველ კოლეგასთან ძალიან ინფორმაციული და წარმატებული შეხვედრა მქონდა, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების და ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა იშტვან სიმიჩკომ.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. უნგრეთი საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია, რომელიც რთულ პერიოდში საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ვიგრძნოთ თავი უფრო უსაფრთხოდ და ვიცხოვროთ ამ რთულ და მრავალმხრივ მსოფლიოში, პარტნიორებთან ერთად შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი მშვიდობის უზრუნველყოფაში ავღანეთში, ერაყსა და მსოფლიოს სხვა ადგილებში. საქართველოს მრავალი წელია წვლილი შეაქვს მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და, შესაბამისად, იმავეს მოელის სხვა ქვეყნებისგანაც. ამჟამად, ქართველი ოფიცრები მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, მალის, უკრაინას და ავღანეთს. ჩვენ გვყავს უნგრელი ოფიცრები საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის ეგიდით, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში ეხმარებიან ჩემს ქვეყანას. ეს არის ის თანამშრომლობა, რომელსაც ძალიან ვაფასებთ. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება, ერთობლივი ძალებით ვიბრძოლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.

დღევანდელ შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, შევიმუშავეთ კონკრეტული ფორმატები და მექანიზმები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ვიშეგრადის ქვეყნები საქართველოს ყველაზე დიდი მოკავშირეები და მხარდამჭერები არიან. არასდროს დაგვავიწყდება უნგრეთის მხარდაჭერა გასულ წელს დედაქალაქში მომხდარი წყალდიდობის დროს. სწორედ, ეს არის თანამშრომლობა, რომელიც ოპტიმისტურად განგვაწყობს და გვაძლევს იმედს, რომ ერთი ოჯახი გავხდებით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge