ბაქოში 50 სართულიან Baku Tower-ს ააგებენ
- ეკონომიკა
- 07.10.2015
- 16:05
აზერბაიჯანის დედაქალაქში, 50 სართულიან ცათამბრჯენ Baku Tower-ს ააშენებენ. Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ კომპანიას Azvil Tikinti-ს ცათამბრჯენის მშენებლობისას კონსულტაციას რისკების მართვის გლობალური ლიდერი, კომპანია Hill International-ი გაუწევს.
წინასწარი ინფორმაციით, Hill International-თან კონტრაქტის ღირებულება 3,7 მლნ დოლარი იქნება და Hill-ის მთავარი ფუნქცია, მშენებლობის ყველა ეტაპზე, მშენებლობის ხარისხის კონტროლი და ტექნიკური ნორმების შემოწმებაა.
უკვე ცნობილია, რომ Baku Tower-ი ბაქოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და შენობიდან ბაქოს საუკეთესო პანორამული ხედები გადაიშლება.
აღსანიშნავია, რომ Hill International-ის 100 ოფისში, მსოფლიოს მასშტაბით 4,9 ათასი ადამიანი მუშაობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200