png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

“მარის ლიეპა: ნახტომი მარადისობაში”

  • კულტურა
  • 09.05.2016
  • 17:40
 “მარის ლიეპა: ნახტომი მარადისობაში”

2016 წლის 10 მაისს, 20:00 საათზე ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებითა და ანსამბლ „გეორგიკას“ მონაწილეობით, ხელოვნების სასახლე მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის მარის ლიეპას უნიკალური ფოტოებისა და კოსტიუმების ექსპოზიციას მასპინძლობს.

მარის ლიეპას საფლავზე ორი სიტყვა წერია: „გამოჩენილი მოცეკვავე“, მაგრამ დრომ და შთამომავლობამ მცირედი კორექტივები შეიტანა ამ ფორმულირებაში და მას „გენიალური მოცეკვავე“ უწოდა.

ის იყო მრავალი სახელმწიფო ჯილდოს, მსოფლიოს ქორეოგრაფიული საზოგადოებების არაერთი პრიზის მფლობელი და კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ორდენის კავალერი, ეს იყო ხალხთა მეგობრობის ორდენი.

საქართველოში, ვახტანგ ჭაბუკიანის სამშობლოში, ეთაყვანებოდნენ მის მიერ განსახიერებულ როლებს სცენაზე, უყვარდათ მისი კინოგმირები და რაც მთავარია, ემადლიერებოდნენ ულამაზესი და წარმატებული დუეტის: ნინო ანანიაშვილი-ანდრის ლიეპა,შექმნის გამო.

ვირტუოზი შემოქმედი ვირტუოზული დინასტიის ფუძემდებელიც აღმოჩნდა, მისმა შვილებმა: ილზემ და ანდრისმა, გააგრძელეს და გაამრავლეს მამის დაწყებული საქმეები, ისინი მარის ლიეპას მიერ სცენაზე თუ ცხოვრებაში დამკვიდრებული რაფინირებული და გამორჩეული სტილის ღირსეული გამგრძელებლები გახდნენ, ბრწყინავდნენ მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე და სცენის მიღმაც მრავალმხრივად საინტერესო და სასარგებლო მოღვაწეობას აგრძელებენ. მარის ლიეპას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ამოქმედება ამის კიდევ ერთი მაგალითია.ფონდი უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და ხელოვნების ხელშეწყობას ემსახურება. ამ წლების მანძილზე ლიეპების ფონდმა არაერთი სასიკეთო და საინტერესო პროექტი განახორციელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და, რასაკვირველია. საქართველოშიც. ილზე ლიეპას შესანიშნავი „თეატრალური ზღაპრები“ ჯერ ქართულად ითარგმნა და მერე გამოვიდა მშობლიურ ლატვიურ ენაზე რიგაში, ანდრის ლიეპა კი იყო პირველი მოწვეული ქორეოგრაფი, რომელმაც განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახორციელა ი.სტრავინსკის ბალეტის („ფასკუნჯი“) დადგმა. გასაკვირი არ არის, რომ წლეულს მარის ლიეპას საიბულეო ღონისძიებები სწორედ თბილისში იღებს სათავეს.

გამოფენაც, რომელიც ეძღვნება გამორჩეული ხელოვანის 80 წლის იუბილეს, ეწყობა სწორედ ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში და ქართული ანსამბლის - „გეორგიკას“ მონაწილეობით, რომელიც მარის ლიეპას შვილებთან - ილზე და ანდრის ლიეპებთან ერთად, საზოგადოებას სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge