თინათინ ხიდაშელი საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მინისტერიალში მონაწილეობს
- თავდაცვა
- 15.05.2016
- 12:47
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს.
დღეს, თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვის ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ სამხედროთა და ჰეიდარ ალიევის მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მეოთხე შეხვედრა აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში, ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში იმართება.
სამმხრივი მინისტერიალის დაწყებამდე თინათინ ხიდაშელი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ისმეთ ილმაზს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200