Apple Watch-ი GM-ის ავტომობილების გასაღებს შეცვლის
- ეკონომიკა
- 07.10.2015
- 18:20
ავტოკონცერნი General Motors-ი (GM) Apple Watch-ის აპლიკაციას ტესტავს, რომლის საშუალებითაც „ჭკვიანი საათის“ მფლობელებს, თუ ისინი General Motors-ის მფლობელებიც არიან, ავტომობილთან დისტრანციური წვდომის საშუალება ექნებათ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ამერიკული კორპორაციის წარმომადგენელმა მაიკლ აბლესონმა გააჟღერა.
მისი ინფორმაციით, აპლიკაციის საშუალებით Apple Watch-ის მფლობელებს ავტომობილის გასარების სურვილისამებრ დისტანციური მართვა შეეძლებათ. ანუ ძრავის ამუშავებას Apple Watch-ი განახორციელებს.
წინასწარი ინფორმაციით, აპლიკაცია GM-ის გარკვეულ მოდელებზე იმუშავებს. თუმცა როდის ჩაანაცვლებს Apple Watch-ი ტრადიციულ გასაღებს ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200