png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სემეკი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის დავების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს

  • ეკონომიკა
  • 07.10.2015
  • 15:04
სემეკი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის დავების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების მესამე კვარტალის ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდში, სექტორების მიხედვით მოქალაქეთა საჩივრების უმეტესობა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“, სს „თელასისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ დაფიქსირდა, ხოლო ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 62 850.06 ლარი შეადგინა.

კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში 2015 წლის მესამე კვარტალში სულ 349 განცხადება/საჩივარი შევიდა. აქედან, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით - 176 განცხადება/საჩივარი, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - 105 განცხადება/საჩივარი, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით 66 განცხადება/საჩივარი დაფიქსირდა.

ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მეტი - 172 განცხადება/საჩივარი შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ ფიქსირდება. გარდა ამისა, მომხმარებელთა საჩივრების დეპარატმენტში შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ - 2 განცხადება/საჩივარი შევიდა, შპს „ვარკეთილაირის“ მიმართ - 1 და შპს „საქორგგაზის“ მიმართ- 1 განცხადება/საჩივარი.

ელექტროენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი - 93 განცხადება/საჩივარი სს „თელასის“ მიმართ იყო, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართ - 11 განცხადება/საჩივარი, ხოლო სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიმართ - 1 განცხადება/საჩივარი.

რაც შეეხება სასმელი წყლისა და წყალანირების სექტორს, 2015 წლის მესამე კვარტალში მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში ყველაზე მეტი - 51 განცხადება/საჩივარი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ დაფიქსირდა, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ მიმართ - 13 განცხადება/საჩივარი, ხოლო შპს „მცხეთის წყლის მიმართ“ – 2 განცხადება/საჩივარი.

განცხადება/საჩივრები დაყენებული მოთხოვნების მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე 35 განცხადება/საჩივარი; ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებული დადგენილებისა და დარიცხვის თაობაზე 69 განცხადება/საჩივარი; კომპანიის მიერ განხორციელებული დარიცხვის თაობაზე 56 განცხადება/საჩივარი; ხანდაზმული დავალიანების თაობაზე 79 განცხადება/საჩივარი.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge