png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარაში განთავსების ობიექტებში ტურისტების 1,4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა

  • ეკონომიკა
  • 07.10.2015
  • 16:29
აჭარაში განთავსების ობიექტებში ტურისტების 1,4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტებში სექტემბრის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 1,4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს (9 თვე), გასულ წელთან შედარებით ტურისტების 2,83 %-იანი ზრდა შეინიშნება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ზრდის დადებითი ტენდენცია განსაკუთრებით დიდია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებში. 2015 წლის სექტემბრის თვეში ბათუმის აეროპორტში 11 792 საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სექტემბრის თვის ასეთი გააქტიურება სეზონის გახანგრძლივების ტენდენზიაზე მიუთითებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით ჩარტერული ფრენების გაგრძელებითაც გამოიხატა. სექტემბრის ფრენების შედეგად განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა ისრაელის (+142%), ბელორუსიის (+101%), უკრაინის (+46%), რუსეთის (+26%) და თურქეთის (+31%) მიმართულებით.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იანვარ-სექტემბრის მონაცემებს, გასულ წელთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (სულ 64 667 ვიზიტორი). 9 თვის მონაცემებით ქვეყნების მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი სამეული: უკრაინა (+24%), რუსეთი (+13%), ბელორუსია (+73%).

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით 2015 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს 568,663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 15.8%-ით არის გაზრდილი წინა წლის სექტემბერთან შედარებით.

2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში თურქეთიდან (+9.0%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6.0%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. საქართველოს ტურიზმის სტატისტიკა ეყრდნობა შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ყოველთვიურ და კუმულატიურ სტატისტიკურ კვლევას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge