6 დაღუპული და 16 დაშავებული რუსი სამხედრო - ახალი დეტალები ცხინვალიდან
- კონფლიქტები
- 19.05.2016
- 13:03
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავტობუსის ავარიის შესახებ რუსული მედია ახალ დეტალებს ავრცელებს. ცხინვალი-ახალგორის მაღალმთიან გზაზე დღეს დილით ავტობუსი გადაბრუნდა, რომელსაც რუსი სამხედრო მოსამსხურეები გადაყავდა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. 16 კი - სხვადასხვა დაზიანებით ცხინვალის საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში სააგენტო ”ტასს” განუმარტეს, ავტობუსს სასწავლო-მეთოდურ შეკრებაზე ოფიცრები გადაყავდა.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი ავტობუსის გაუმართაობის გამო მოხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200