png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანა დოლიძემ ლატვიის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

  • თავდაცვა
  • 19.05.2016
  • 18:46
ანა დოლიძემ ლატვიის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ლატვიის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ანა დოლიძე ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოიარს ერიკს კალნინშს და თავდაცვის, საშინაო საქმეთა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარეს აინარს ლატკოვსკის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ლატვიელ პარლამენტარებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მესიჯებს ელოდება.
კალნინშის განცხადებით, ლატვია იყო და რჩება საქართველოს, როგორც ევრო-ატლანტიკური, ისე ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყანა და თვის ბოლოს ალბანეთში დაგეგმილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სხდომის დროს ლატვიური მხარე შეეცდება, კიდევ ერთხელ აღინიშნოს საქართველოს მიერ განცდილი პროგრესი და ხაზი გაესვას პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტზე სათანადოდ აისახება საქართველოს პერსპექტივა ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

 მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს იანის გარისონს და ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ანდრეის პანტელეევს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თემები და სამომავლო გეგმები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ვარშავის ნატოს სამიტის მოლოდინები განიხილეს.
ლატვიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ უელსის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის შემოთავაზებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება ხელს უწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო არის საიმედო პარტნიორი როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში.

ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ სიტუაციას და მთიან ყარაბაღში სამხედრო ესკალაციის თემას. ითქვა, რომ საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, დაპირისპირება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში და რეგიონში მშვიდობა შენარჩუნდეს.
ვიზიტის ფარგლებში ანა დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ლატვიაში საქართველოსა და ჩეხეთის საელჩოების მიერ ლატვიის ომის მუზეუმში მოწყობილი ერთობლივი ფოტოგამოფენის - „მისია მშვიდობისათვის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოსა და ჩეხეთის სამხედრო ძალების საქმიანობა ასახავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოვიდა.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე ქვეყანაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge