png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები გაიმართება

  • თავდაცვა
  • 20.05.2016
  • 11:20
„ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები გაიმართება

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ გრძელდება. სწავლების ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ერთმანეთს ფეხბურთში, სირბილში, მკლავჭიდში, ფრენბურთსა და სიმძიმის აწევაში შეეჯიბრნენ. 

ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მივიდა.

თინათინ ხიდაშელმა „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში გამართული სპორტული შეჯიბრებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში მხოლოდ ტანკებიდან სროლა არ არის გათვალისწინებული. ასეთი სწავლებების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და ურთიერთობა იყოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები, როგორც ბრძოლის ველზე არიან ერთად, მაგალითად, იმავე ავღანეთში, ზუსტად ასევე არიან სწავლებაზე ერთად წარმოდგენილნი. ამ სწავლების ნაწილია სპორტული ღონისძიებები. ჩვენ ერთად ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. გვქონდა შესაძლებლობა, გავჯიბრებოდით პარტნიორებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებულებიც გამოვედით."

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფრენბურთში, მკლავჭიდსა და სიმძიმის აწევაში პირველი ადგილი დაიკავეს, სირბილსა და ფეხბურთში კი პირველობა ბრიტანელებს ერგოთ. აშშ-ის წარმომადგენლები შეჯიბრებებში მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ. სპორტული თამაშების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შეჯიბრების ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება, თუმცა წვრთნების მონაწილეებს შორის მსგავსი სპორტული შეჯიბრება პირველად მოეწყო.

სწავლება ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge