png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტი 90%-ით გაიზარდა

  • ეკონომიკა
  • 08.10.2015
  • 10:29
ჩინეთი  ქართული ღვინის ექსპორტი  90%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 9 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24 071 200  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 66,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 სექტემბეში, მიმდინარე წლის ყველა განვლილ თვეებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ექსპორტი დაფიქსირდა - 4 235 132 ბოთლი. შედარებისთვის: იანვარში ექსპორტირებული იყო 1 343 018, თებერვალში - 1 558 631, მარტში -2 198 535, აპრილში - 2 878 656, მაისში - 2 476 567 ბოთლი, ივნისი - 3 251 246, ივლისი - 3 094 894, აგვისტო - 3 050 265.

საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 90%, სადაც ექსპორტირებულია 1,5 მლნ ბოთლზე მეტი. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ექსპორტი ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 1% (1 112 118 ბოთლი), ლატვია - 8% (831 906), ესტონეთი - 32% (339 912), ლიტვა - 6% (437 850), გერმანია - 14% (189 054), ნიდერლანდები - 146% (38 844), საფრანგეთი - 119% (28 638).

 ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 39% (181 937), იაპონია - 33% (112 226), კანადა - 69% (135 012), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში - 83% (117 840), ჰონგ-კონგი - 8% (26 834), ისრაელი - 163% (28 440), კორეა - 221%(24 054) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი - 12 508 086, ყაზახეთი - 3 442 296, უკრაინა -    2 149 471, ჩინეთი -   1 517 843 და პოლონეთი - 1 112 118   ბოთლი. 

რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-55%) და უკრაინაში (-62%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 9 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ითაა შემცირებული.

ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 483 702 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 11,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს. 

მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 97 ათასი ბოთლი (0,5 ლ)  ჭაჭა (372 ათასი აშშ დოლარი).

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 100 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge