png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში საშტაბო-სამეთაურო სწავლება დამთავრდა

  • თავდაცვა
  • 20.05.2016
  • 18:28
ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში საშტაბო-სამეთაურო სწავლება დამთავრდა

ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მიერ დაგეგმილი საშტაბო-სამეთაურო სწავლება დამთავრდა. სწავლების მიზანი დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბების ,,დიდგორი -2016“-ისთვის მომზადება იყო, რადგან „დიდგორი-2016“ წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით მასშტაბური იქნება.

სწავლებაში III ქვეითი ბრიგადის, II საარტილერიო ბრიგადის და სწავლების მხარდამჭერი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. კურსი 360-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

სწავლების განმავლობაში ბრიგადებმა და ბატალიონებმა სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვა დახვეწეს, ამაღლდა მომზადების დონე მართვისა და კონტროლის პროცედურების შესრულების კუთხით, განხორციელდა მართვის პუნქტების მოქმედებების სტანდარტიზაცია.
კურსის მიმდინარეობას დასავლეთ სარდლობის შტაბის ოფიცრებთან ერთად, პირველ ეტაპზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი (CUBIC) თავდაცვის სფეროში მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, ხოლო, მეორე ეტაპზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერთა ჯგუფის წევრები. შემფასებლებმა სწავლების შემდეგი მოქმედების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
საშტაბო-სამეთაურო სწავლება 11 აპრილს დაიწყო და 20 მაისს დასრულდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge