png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„თიბისი გალერეაში“ სალომე ბენიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

  • კულტურა
  • 08.10.2015
  • 16:24
   „თიბისი გალერეაში“ სალომე ბენიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

9 ოქტომბერს,19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში", გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“  მკითხველს ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორის, სალომე ბენიძის პროზაულ კრებულს - „ქალაქი წყალზე“ წარუდგენს.

წიგნი ერთი ქალაქისა და შვიდი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ამბები ერთმანეთს მისტიკური ძაფებით უკავშირდება. წიგნის მთავარი გმირები უცნაური უნარებით დაჯილდოებული, არაჩვეულებრივი გოგოები არიან, რომლებსაც უყვართ, რომლებიც იბრძვიან და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ იმარჯვებენ, მაინც გვარწმუნებენ, რომ ვისაც საკუთარი თავის სჯერა, ის ბედნიერებას აუცილებლად დაიმსახურებს. „ქალაქი წყალზე“ არის წიგნი ცხოვრების თავიდან დაწყების, ტკივილის, დავიწყებისა და დიდი სიხარულის შესახებ, სადაც ყველა ადამიანური შიში და იმედია თავმოყრილი.

წიგნის გარეკანისა და ილუსტრაციების ავტორია მხატვარი - თათია ნადარეიშვილი.

სალომე ბენიძე ლიტერატურული პრემია -„ საბას“ ლაურეატი 2012 წელს გახდა. წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში, ავტორმა პრიზი ლექსების კრებულისთვის - „მოხსენებითი ბარათი“ მიიღო.

 პროზაული კრებული - „ქალაქი წყალზე“ 9 ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნების მაღაზიებში გაიყიდება, კრებულის ელექტრონული ვერსია კი, saba.com.ge-ზე განთავსდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge