png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არჩილ ხაბაძე ქობულეთში სტიქიის ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას ხვდება

  • საზოგადოება
  • 08.10.2015
  • 16:49
არჩილ ხაბაძე ქობულეთში სტიქიის ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას ხვდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  არჩილ ხაბაძე ამ დროისთვის ქობულეთში დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას  ხვდება და  არსებულ მდგომარეობას პირადად ეცნობა.  მანამდე კი  საგანგებო შტაბის სხდომა  გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.  მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიასთან ბრძოლის შტაბის წევრებს  რეგიონის პირველი პირი ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან  ანზორ თხილაიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე აჭარის საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

სხდომაზე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის განიხილეს.  შეაფასეს იმ დროისთვის არსებული მდგომარეობა და სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის  სამოქმედო გეგმა შეადგინეს.

დაზარალებული მოსახლეობა ევაკუირებულია, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების  ორგანიზებით ისინი  ქობულეთის დროებით სასტუმროებში გადაანაწილეს,   დაზარალებული  მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველსაყოფად  სარეზერვო ფონდიდან გამოიყო საჭირო რაოდენობის თანხა, რითაც პერიოდულად შეძენილი და დარიგებული იქნება  მზა საკვები პროდუქტი. სურსათით დახმარება გაუწია მოსახლეობას ასევე შინაგან საქმეთა სამმართველოს შესაბამისმა სამსახურმა და რიქგითმა მოქალაქეებმაც.

 ამ დროისათვის ქობულეთში აღარ წვიმს. დატბორილ ადგილებში წყლის დონემ იკლო 30 -40 სმ-ით. დილიდან პარალიზებულ  რამდენიმე  ქუჩაზე გადაადგილება უკვე შესაძლბელია.  აქტიურად მიმდინარეობს შენობებიდან წყლის გამოტუმბვითი სამუშაოები.

მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპრეატიულად განხორციელების მიზნით მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამატებითი სამაშველო ბრიგადები და ტექნიკა, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების მონაცემთა ბაზის შექმნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge