primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ოპერაში „სამოსელი პირველის“ პრემიერა გაიმართება

  • კულტურა
  • 30.05.2016
  • 14:22
ოპერაში „სამოსელი პირველის“ პრემიერა გაიმართება

31 მაისსა და 1 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ოპერაში 19.00 საათზე „სამოსელი პირველის“ პრემიერა გაიმართება. დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველი“ ცნობილმა კომპოზიტორმა, ზაზა მარჯანიშვილმა, ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.

„სამოსელი პირველის“ დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა. ქორეოგრაფი - ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი - ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები - ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი - საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა თაბორიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, დავით ანანელი , ასევე დრამატული თეატრის მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი, ანდრია გველესიანი, ნინო დუმბაძე და მრავალი სხვა. ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს უდირიჟორებს დავით კინწურაშვილი. პროექტის პროდიუსერია ზურაბ ლოლაძე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge