png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ლიტვური სემინარი გახსნა

  • კულტურა
  • 31.05.2016
  • 11:45
მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ლიტვური სემინარი გახსნა

31 მაისს, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ლიტვური სემინარი გახსნა, რომელიც სამინისტროს ეგიდითა და ლიტვის საელჩოსთან თანამშრომლობით ტარდება.

3 დღის განმავლობაში, ლიტვის დელეგაციის წევრები ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ, კოლეგები ერთმანეთს კულტურის სფეროში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.  დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის კანცლერი, ლაიმონას უბავიჩიუსი ხელმძღვანელობს.

სემინარის ძირითადი თემებია: კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ლიტვაში; ლიტვის სამუზეუმო პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაცია: ლიტვის  პოლიტიკა; კულტურა და ხელოვნების სისტემის მხარდაჭერა ლიტვაში. შემოქმედებითი ევროპის ლიტვის ოფისის ხელმძღვანელი ეგლე დელტუვაიტე პრეზენტაციას გამართავს კულტურის ქვეპროგრამის პირობების, პრიორიტეტების და ფინანსური მექანიზმების შესახებ.

სემინარებს კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისა და ასევე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

3 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაგეგმილია მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა  შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაინტერესებულ პირებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge