png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანა დოლიძე CSDP -ს საორიენტაციო კურსის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

  • თავდაცვა
  • 06.06.2016
  • 14:55
 ანა დოლიძე CSDP -ს საორიენტაციო კურსის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსის გახსნაზე სიტყვით  გამოვიდა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამონაწილეობით იმართება. შეხვედრაში  ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი საჯარო პირები მონაწილეობენ.

ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საორიენტაციო კურსის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს მეტი ჩართულობაა.

„საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის არქიტექტურაში. ჩვენ ვმონაწილეობდით რამდენიმე მისიაში, მათ შორის, აფრიკაში - როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალით. შესაბამისად, გვინდა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ, უზრუნველმყოფებიც ვიყოთ. ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში კონფერენციას უკვე მეორედ ვმასპინძლობთ. ეს იქნება საორიენტაციო კურსი, რომელზეც განიხილება მსოფლიოში არსებული ძირითადი პრობლემები. დღეს მსოფლიო  პრობლემები არ არის მხოლოდ ერთ სახელმწიფოში მოქცეული. ევროკავშირის მიღმა ბევრ სახელმწიფოს ეხება ტერორიზმი,  ლტოლვილების თემა, სხვადასხვა კრიზისული გამოწვევები. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი კურსებითა და სწავლებებით ჩვენი საჯარო მოხელეები თანხვედრაში იქნებიან  ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებთან“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძემ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საორიენტაციო კურსი  10 ივნისს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge