png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თინა ხიდაშელი: რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატოს შეუერთდება თუ არა

  • თავდაცვა
  • 09.06.2016
  • 11:04
თინა ხიდაშელი: რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატოს შეუერთდება თუ არა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. „ნატოს გაფართოების მომავალი და ახალი საზღვრები ევროპის უსაფრთხოებაში" - ამ სახელწოდების სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში (ACUS) საჯარო მოხსენებით წარდგა. კვლევით ორგანიზაციაში გამართულ კონფერენციას აშშ-ის აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დღეს ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა სურს რუსეთს და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი გაღიზიანების, რაც ჩვენი ფუნდამენტური შეცდომა მგონია“, - ამ სიტყვებით დაიწყო ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, არსებული გარემოება ქვეყანას აიძულებს, იცხოვროს სამყაროში, სადაც დომინანტი კვლავ რუსეთის ინტერესები და სურვილები რჩება, სწორედ, ამ ფაქტის გამო აქვს პრობლემები ცივილურ სამყაროს.

"საქმე არ ეხება ნატოს გაფართოებას, რაც ჩვენ რუსეთის გაღიზიანების მთავარი მიზეზი გვგონია, არც ის არის განმსაზღვრელი, რას აპირებს ნატო საქართველოსა და უკრაინაში... მიზეზები უფრო შორს და სხვაგან უნდა ვეძებოთ. რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება, საკითხი, რომელზეც დღეს ევროპაში ასე აქტიურად საუბრობენ და რომელიც ენერგომატარებლების დივერსიფიკაციას ეხება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატოს შეუერთდება თუ არა. საქმე, სწორედ, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაშია, რომელიც ევროპას ალტერნატიული ენერგორესურსებით მომარაგებას ჰპირდება, რუსეთს კი საერთო ენერგომომარაგების სურათს მიღმა ტოვებს... ფუნდამენტური და ფილოსოფიური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სადაც უცხოელ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს საშუალება მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის შეკითხვები საქართველო-ნატოს ურთიერთობის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პირადად დაესვათ. თინათინ ხიდაშელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ხვალ ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის(ACT) სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ დენის მერსიერთან შეხვედრით გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge