png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება

  • ეკონომიკა
  • 09.10.2015
  • 17:38
ახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება

თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ - „გრივენი“ დააკმაყოფილა.

“ახალი წელი, რომელიც სიხარულთან და სიახლეებთან არის დაკავშირებული, გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქისთვისაც სიახლეებით იყოს დატვირთული. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისის ანძა ახალი წლისთვის ახლებურად გავანათოთ, თანამედროვე მოწყობილობების და დეკორატიული განათების სისტემების გამოყენებით, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოიხმარენ. ჩვენ წინადადებები რამდენიმე კომპანიისგან მივიღეთ და შევარჩიეთ საუკეთესო - იტალიური კომპანია „გრივენი”. დღეს გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც იტალიაში, უშუალოდ აგილობრივ ქარხანაში დამზადებული დეკორატიული სანათების მოწოდებას, ასევე საპროექტო სამუშაოებში ხელშეწყობასა და დახმარებას ითვალისწინებს, იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ, ჩვენი გარე განათების სამსახურის მიერ, იტალიიდან ჩამოტანილი სანათები დამონტაჟდეს. ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლოდ, ახლებურად განათებული ანძა თბილისელების მოწონებას დაიმსახურებს“. - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

 კომპანია „გრივენი“-ს ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიურმა კომპანიამ პირველმა დაიწყო დიდი სიმძლავრის ლედ სანათების წარმოება და ამჟამად, დარგში ბაზრის ლიდერია. მსოფლიოს მაშტაბით, კომპანიას განხორციელებული აქვთ არაერთი დიდი პროექტი - „გრივენის“ მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად, ასევე, კომპანიის სახელს უკავშირდება გიზას პირამიდების განათება, ოლიმპიური სტადიონი ბაქოში, სატელევიზიო ანძა სოჩაში, ბელგოროდსა დაკრასნოდარში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო იტალური კომპანია „გრივენი“-ს ჰყავს პროფესიონალი ინჟინრები განათების დარგში, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც უნიკალურ პროექტებს ქმნიან. კომპანია საშუალებას იძლევა, მოხდეს სანათების ადგილზე მიწოდება და მონტაჟი. „გრივენი“-ს მომსახურებები, ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და 10 წლიან გარანტიასაც ითვალისწინებს.

 შპს „სინათლის ქალაქი“, საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ანძაზე არსებული განათების ფრაგმენტულ დემონტაჟს განახორციელებს, რათა ანძა არც ერთი დღით არ ჩაბნელდეს. აღნიშნული სამუშაოები 20 დღის ვადაში დასრულდება და კომპანია „გრივენი“-ის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში ახალი სანათები დამონტაჟდება. სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.

 დედაქალაქის ანძა დღეს 5 000 ცალი „ფლეშ“ სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი, დღეისთვის მწყობრიდან არის გამოსული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებში, გათვალისწინებული არ იყო არც სანათების საგარანტიო პერიოდი და არც ექსპლუატაციის პერიოდში საჭირო სარემონტო სამუშაოები.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge