png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი ბანკმა განახლებული იპოთეკური ცენტრი წარადგინა

  • ეკონომიკა
  • 09.10.2015
  • 17:45
თიბისი ბანკმა  განახლებული იპოთეკური ცენტრი წარადგინა

დღეიდან, თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში, ჭავჭავაძის #11-ში, მომხმარებლებს განახლებული იპოთეკურ ცენტრი მოემსახურება.

კომფორტულ გარემოსთან ერთად ახალ იპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს შეთავაზებების უფრო  მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია. ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი.

თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე. 

 მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც, (http://bit.ly/1VIOLpN) რომელიც საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ინფორმაცია ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე, ნახოს შესაბამისი ფოტომასალა და ისარგებლოს სატელეფონო კონსულტაციით.  ამისათვის ონლაინ აპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა. 

„თბილისში საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვის რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. ასევე, ბოლო წლებში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებს,  სამშენებლო მასალების ხარისხს და ენერგოეფექტურობას. ამიტომ იპოთეკურ ცენტრში წარმოდგენლი პროექტების უმრავლესობით მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებლის სურვილებს და ინტერესებს და მათთვის სასურველი მშენებარე პროექტი შევთავაზოთ.“ - აცხადებს თიბისი ბანკის საცალო, მცირე და საშუალო ბაზრის დირექტორი ნინო მასურაშვილი

„თიბისი ბანკთან  უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ეს ცენტრი დამატებითი საშუალებაა ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობისთვის, რაც საბოლოო ჯამში დაინტერესებულ პირებს  ბინის შეძენის პროცესის გამარტივებაში ეხმარება. ასეთი სამმხრივი ურთიერთობა ყველა მხარისთვისაა მისაღები“.- ლიანა მოდებაძე, კომპანია „მეტრა დეველოპმენტის “ დირექტორი.

თიბისი ბანკმა პირველი იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გახსნა. დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფუნქციონირებს (ჭავჭავაძის 11 და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალი).  ორივე ცენტრი მომხმარებელს თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge