png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

13 ივლისს, ბათუმში „A'STUDIO“ კონცერტს გამართვს

  • კულტურა
  • 16.06.2016
  • 13:26
13 ივლისს, ბათუმში „A'STUDIO“ კონცერტს გამართვს

 

„A'STUDIO“-ს მორიგი კონცერტი საქართველოში. ცნობილ ჯგუფს ამჯერად ბათუმი მასპინძლობს. კონცერტი 13 ივლისს, 20 საათზე ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია www.tkt.ge-ზე უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება 35 ლარიდან 130 ლარამდეა.

„A'STUDIO“-ს წელს საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს, ჯგუფმა 10 მაისს კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა.

„A'STUDIO“ ყაზახეთში დაფუძნებლი პოპ-მუსიკალური ჯგუფია. ის 1982 წელს ვლადიმირ მიკლოშიხის (ბასისტი), ბაიგალი სერკებაევის (პიანისტი), ბაგლან სადვაკასოვის (სოლო გიტარა) და ბატირხან შუკენოვის (ვოკალისტი და საქსაფონისტი) მიერ  შედგებოდა. ჯგუფს თავდაპირველად "ალმა-ატა სტუდიო" ერქვა, ხოლო მოგვიანებთ სახელწოდება შემოკლდა და დაერქვა „A'STUDIO".

1989 წელს, „A'STUDIO“-ს სიმღერა "ჯულიამ" რუსი მომღერლების ალა პუგაჩოვას და ფილიპ კირკოროვის ყურადღება მიიპყრო. პუგაჩოვამ ჯგუფი ყოველწლიურ საახალწლო შეკრებაზე მიიპატიჟა და წარადგინა როგორც საბჭოთა კავშირის საუკეესო ბენდი.

ამის შემდეგ სიმღერაც და ჯგუფიც ძალიან პოპულარული გახდა მთელს საბჭოთა კავშირში.

 2000 წელს, ჯგუფი შუკენოვმა დატოვა და სოლო კარიერა განაგრძო, ხოლო „A'STUDIO“-მ საზოგადოებას ახლი ვოკალისტი, პოლინა გრიფიტი წარუდგინა. ბენდმა გამოუშვა პოლინასთან ერთად ჩაწერილი რამდენიმე სინგლი, მათ შორის სიმღერა "S.O.S", რომელიც U.K. Singles Chart-ში მოხვდა და 64 ადგილი დაიკავა, რითაც პოპულარობა მოიპოვა ევროპასა და აშშ-ში.

2004 წელს ჯგუფი პოლინა გრიფიტმაც დატოვა და ასევე სოლო კარიერა განაგრძო. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ჯგუფში ახალი სოლისტი, ქართველი ქეთა თოფურია. ქეთასთან ერთად ჯგუფმა ისეთი პოპულარული სინგლები ჩაწერა როგორიც "Улетаю", "Ты", "Ночь-Подруга". სიმღერა "Улетаю" მოკლე ხანში იქცა პოსტ-საბჭოთა სივრცის ჰიტად და ჯგუფს პოპულარობის ახალი ტალღა მოუტანა.

თუმცა აღნიშნულ წარმატებას მოჰყვა ტრაგედია. 2006 წლის 2 აგვისტოს, საავტომობილო ავარიის შედეგად, ჯგუფის წევრი ბაგლან სადვაკასოვი გარდაიცვალა. მისი ადგილი ჯგუფში ბაგლანის 17 წლის ვაჟმა ტამერლან სადვაკასოვმა დაიკავა. მოგვიანებით, როდესაც უმცროსმა სადვაკასოვმა, ჯგუფი, სწავლის გაგრძელების მიზნით დატოვა, ბენდს ახალი სოლო-გიტარისტი ფიოდორ (ფედერიკო) დოსსუმოვი შეემატა.

90-ანი წლების მეორე ნახევრიდან, „A'STUDIO“  მუშობდა ცნობილ ბრიტანელ პროდიუსერ გრეგ უოლშთან ერთად.

1988 წლდან „A'STUDIO“-მ გამოუშვა 13 ალბომი, მათ შორის 10 სტუდიო, 2 ლაივი და 1 საკოლექციო ალბომი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge