png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

“ელექტრონავტი 2015”-ის მფლობელი BERIKA გახდა

  • კულტურა
  • 16.06.2016
  • 16:17
 “ელექტრონავტი 2015”-ის მფლობელი BERIKA გახდა

ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ფესტივალის, „ელექტრონავტების“ გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია.

წელს, მთავარი ჯილდოს, “ელექტრონავტი 2015”-ის მფლობელი BERIKA გახდა. სპეციალურად ამ ნომინაციისთვის დაწესებული პრიზი, საგზური Berlin Atonal-ის ფესტივალზე გამარჯვებულს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ გადასცა. „წლის ელექტრონავტი“ ორგანიზატორებისგან  მხატვარ გიორგი მაღრაძის მიერ დამზადებული ფიგურითაც დაჯილდოვდა.

მთავარი ნომინაციის გარდა, გამარჯვებულები კიდევ 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ:

 

·         საუკეთესო ფესტივალი -4GB

·         საუკეთესო მუსიკალური ვიდეო - TETE NOISE-GADI GADI

·         საუკეთესო ლეიბლი - VODKAST

·         საუკეთესო VJ –JARA

·         საუკეთესო DJ – ZITTO

·         საუკეთესო ლაივ აქტი- OIMACTTA

·         საუკეთესო ალბომი - 3SULI-DESNA

·         საუკეთესო ტრეკი - TOKE –UNIVERSE 7

·         ახალი სახე - MINDSTREAMING

ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ყოველწლიური  ფესტივალი, „ელექტრონავტი“ 2008 წელს დაარსდა და მის მიზანს ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენა წარმოადგენს სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულები პრიზებს იმ კონტენტისთვის იღებენ, რომლებსაც  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში ქმნიან. 2010 წლიდან მონაწილეებს საერთაშორისო ჟიურის წევრები აფასებენ.

 წელს კონკურსში 30 ნომინანტი იყო წარდგენილი, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა. წლის მთავარ ნომინაციაში („ელექტრონავტი 2015“) გამარჯვებულის შერჩევის პროცესში  მსმენელიც იყო ჩართული,  ხმის მიცემა ყველა მსურველს  ვებ-გვერდზე www.electronauts.ge შეეძლო.  

ფესტივალი წელს თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge