png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველო მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე კალათბურთში

  • სპორტი
  • 17.06.2016
  • 18:50
საქართველო მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე კალათბურთში

დღეს ქართული დელეგაცია გაემგზავრა ესტონეთში, ქალაქ ტალინში, სადაც იმართება მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში 3X3. ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს  2015 წლის საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის გამარჯვებულმა ქ. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის გოგონათა და ქ. ქუტაისის N3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებმა.

ჩვენი დებიუტანტები შეხვდებიან 30-მდე სკოლის გუნდს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მათთვის ნამდვილი გამოწვევა და ძალიან კარგი გამოცდილება იქნება.

კენჭისყრის შედეგად, გოგონათა და ვაჟთა გუნდები 3 ჯგუფად დაიყო. საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გუნდები A ქვეჯგუფში მოხვდა. საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სახელით, ვულოცავთ ქართველებს მსოფლიო ასპარეზზე გასვლას და ვუსურვებთ წარმატებას მათ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწევთ შეხვედრა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელები არიან ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კიკალიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თორნიკე გაჩეჩილაძე.

#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა #ISFWSC2016

მოკლე ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ:

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიური ხასიათი აქვს. ისერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახლგაზრდობის ჩართულობის მონაცემთა ზრდის თვალსაზრისით. და მისი მიზანია ბავშვობიდანვე გააღვივოს სპორტისადმი სიყვარული, გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და მოამზადოს ისინი დიდი სპორტისთვის. ოლიმპიადა იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის.

2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 6000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობის სურვილი.

პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე. აღნიშნული უფრო ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, რომ ჩაერთონ ოლიმპიადაში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge