ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართება
- კულტურა
- 18.06.2016
- 10:41
დღეს, 18 ივნისს, ქუთაისში ცნობილი საოპერო მომღერლის ხოსე კარერასის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი იმართება.
კონცერტს დავიდ ხიმენეს კარერასი უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. დირიჟორმა ერთ-ერთი მთავარი რეპეტიცია თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან უკვე გაიარა.
ცნობილ ტენორთან ერთად ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია ცნობილ საოპერო არიებს შეასრულებს.
ხოსე კარერასის კონცერტი პროექტ chek in Georgia-ს ფარგლებში იმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200