primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

მიხეილ გიორგაძე გელათის მონასტრისა და გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

  • კულტურა
  • 20.06.2016
  • 11:19
მიხეილ გიორგაძე გელათის მონასტრისა და  გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გელათის მონასტერი, გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს; ასევე, ეწყობა არქეოლოგიური (ვიზიტორთა) ცენტრი და საიტი. ივნისსა და ივლისში ჩატარდება გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს,  მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გეგუთის სასახლეზე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგი როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობს.

გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება.

კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს  ასევე გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც უკვე რამდენიმე წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ღმრთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე შეიცვალა დაზიანებული სარკმლის ალთები; მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს გუმბათის ყელის ქვის კონსერვაციის სამუშაოები; აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კი მთავარი ტაძრის გუმბათი მოჭიქული კრამიტით გადაიხურება; კონსტრუქციულად გამაგრდა გუმბათი.

გეგუთის სასახლე:

2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგუთის სასახლის კომპლექსზე სარეაბილიტაციო, არქეოლოგიური და საველე სამუშაოები განხორციელდა. არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში კომპლექსის სხვადასხვა ნაწილში გაიჭრა თხუთმეტი თხრილი, რის საფუძველზეც ძეგლის სტრატიგრაფია დაკონკრეტდა. გამოვლინდა აქამდე უცნობი ნაგებობები. ყველაზე ადრეული - პირველი, მეორე და მესამე არქიტექტურული ფენების კუთვნილი, დუღაბზე ნაგები რიყის ქვით ნაგები კედლებია, სადაც IV_V სს ციხისა და მის ფარგლებში არსებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები გამოიკვეთა. რიყის ქვით ნაგებ ბურჯზე დაფიქსირებული შეღებილი შელესილობა ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიაში სრულიად ახალი მოვლენაა. მეოთხე სამშენებლო ფენა, დიდ კვადროვანი წყობით ნაგებ კუთხამოყვანილობის ციხეს წარმოადგენს, რომელიც რვანახევარწრედ გამოზიდული კოშკებით უნდა ყოფილიყო გამაგრებული. სტრატიგრაფიულად მომდევნო ეტაპი ბუხრიანი ოთახი და სწორკუთხა ნაგებობაა, რომელიც ბუხრიანი ოთახის აგებისას ნაწილობრივ დანგრეულა. ეს ფენა ძლიერი ხანძრის შედეგად არის განადგურებული და მას მურვან ყრუს VII ს-ის სადამსჯელო ექსპედიციებს უკავშირებენ. მეშვიდე და მერვე ფენებს აგურის შენობა განეკუთვნება, რომლის სრული გეგმის გამოვლენა 2016 წლის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დადგინდება. წინასწარი დასკვნებით ეს ნაგებობა გაბარიტებით მეცხრე ფენის გრანდიოზულ აგურის სასახლეს უტოლდება, პარალელურ მასალებზე დაყრდნობით კი - ქუთაისის ნაქალაქარსა და ბაგრატის ტაძრის სტრატიგრაფიის გათვალისწინებით, აფხაზთა მეფეების სამშენებლო აქტიურობას უკავშირებენ. ამავე ეპოქას განეკუთვნება მეხამეტე და მეთოთხმეტე თხრილებში გამოჩენილი გალავანის ფრაგმენტიც, რომელიც შესაძლოა სასახლეს მთელს პერიმეტრზე ესაზღვრებოდა. მეცხრე ფენა -აგურით ნაგები გრანდიოზული სასახლე - წინასწარი დასკვნებით დავით აღმაშენებელს, გიორგი III -ს და თამარის ეპოქას უკავშირებენ.

გელათის მონასტერი:

გელათის მონასტერში სამი - ღმრთისმშობლის შობის (1106 წ.), წმინდა გიორგისა (მე-13 ს.) და წმინდა ნიკოლოზის (მე-13 ს)  - ეკლესია დგას. ეზოს დასავლეთ ნაწილში სამრეკლოსა და აკადემიის შენობებია. მონასტერი ასევე მე-18 - მე-20 საუკუნეების რამდენიმე სახლს მოიცავს. გალავანს ორი კარიბჭე აქვს- სამხრეთი კარიბჭე უძველესია. მასში დავით აღმაშენებელია დაკრძალული.  ხის დიდ არქიტრავზე კი დემეტრე I-ის მიერ განჯის ციხიდან წამოღებული ნაალაფარი რკინის კარია ჩამოკიდებული. მონასტრის აღმოსავლეთი კარიბჭე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს,  მე-18 საუკუნეშია გაჭრილი. გელათის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge