png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შშმ პირებთან მუშაობის შესახებ მედპერსონალისა და სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგი ჩატარდა

  • საზოგადოება
  • 11.10.2015
  • 11:57
შშმ პირებთან მუშაობის შესახებ მედპერსონალისა და სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგი ჩატარდა

შშმ პირებისთვის სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მისზნით, მედპერონალისა და სოციალური მუშაკებისთვის სპეციალური სწავლება ჩატარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მომუშავე 14 სახელმწიფო სოციალური მუშაკი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 40 ექიმი და 40 ექთანი ამიერიდან მეტად ინფორმირებულია შშმ პირებთან ეფექტიანი მუშაობის შესახებ.

სპეციალური ინტენსიური სწავლება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკოსები და სოციალური მუშაკები მათთვის სასარგებლო თემებზე არაერთ საინტერესო ინფორმაციას იღებდნენ.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე ღონისძიებას წარმატებულად აფასებს და ამბობს, რომ წამოჭრილი საკითხებისადმი მსმენელების ინტერესი და ჩართულობა ინტენსიური იყო.

„ტრენინგის მონაწილე სამედიცინო და სოციალურ მუშაკებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ძალიან სასარგებლოა მათი საქმიანობისთვის. მიღბულ ცოდნას სამომავლოდ პრაქტიკაში გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ისინი გაეცნენ ინფორმაციას ჯანდაცვის სფეროში შშმ პირთა უფლებების შესახებ და ასევე, შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენცის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოში 2014 წლის აპრილში შევიდა ძალაში. მედიცინის მუშაკებმა ერთხმად აღნიშნეს მათ პრატიკაში სოციალური მუშაკის დახმარების საჭიროება“,- განაცხადა თამარ კურტანიძემ.

მისივე თქმით, სწავლების შედეგად სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალურ მუშაკებს მეტი ინფორმაცია ექნებათ როგორ უნდა მიაწოდონ უკეთესი სამედიცინო და სოციალური მომსახურება სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შშმ პირები სამედიცინო მომსახურების მიღბისას სხვადასსვა სახის ბარიერებს ხვდებიან, მათ შორის ხშირად დამოკიდებულებით ბარიერებს.

ამავე ორგანიზაციის ცნობების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს  ამათუიმ სახის შესაძლებლობის შეზღუდვა აქვს. მათგან დაახლოებით 80% დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ცხოვრობს და ნაკლებად ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი სამედიცინო მომსახურებაზე. ამის მიზეზი კი სხვადასხვა სახის ბარიერებია.

ფიზიკურ და ფინანსურ ბარიერებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ორჯერ უფრო ხშირად ხვდებიან სამედიცინო პერსონალს, რომელსაც შესაბამისი უნარების და ცოდნის ნაკლებობა აქვს.

პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალსა და სოციალურ მუშაკებს შშმ პირებთან სრულფასოვნად მუშაობის შესახებ მსგავსი ტიპის გადამზადება კახეთის რეგიონშიც ჩაუტარდება.

სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოების, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა, საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის ერთობლივი მუშაობით ჩატარდა .

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია - ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge