png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი 18-25 სექტემბერს ჩატარდება

  • კულტურა
  • 21.06.2016
  • 18:02
ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი 18-25 სექტემბერს ჩატარდება

 

22 ივნისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში,  ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. მედიასა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ფესტივალის პროგრამასა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი. 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, 18-25 სექტემბერს ჩატარდება.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდება 2016 წლის კინოფესტივალის პროგრამის ძირითადი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები, ამასთან,  BIAFF-ის სავარაუდო სტუმრების ვინაობა და ჟიურის შემადგენლობა. გაჟღერდება ინფორმაცია BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ.

BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად წარმოდგენილია 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებს, მათ შორის:

საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი;

დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი;

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი;

„ქართული პანორამა”;

დიდოსტატთა კოლექცია;

„შექსპირი კინოში” -  უილიამ შექსპირის  გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია;

ევროპის კინოაკადემიის (EFA) საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია;

რეტროსპექტივები.   

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა.

ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”;

 ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია;

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „Divan Suites”;

კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“,  პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა”;

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  აჭარის ტელევიზია, FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com);

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge