png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა

  • ეკონომიკა
  • 12.10.2015
  • 10:39
უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა

 

სექტემბრში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 49 079 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე პერიოდისათვის 2011 წლის აგვისტოსთან (42 283 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 16.1%-ით, 2012 წლის აგვისტოსთან (59 009 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 16.8%-ით, 2013 წლის აგვისტოსთან (40 513 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 21.1%-ით, 2014 წლის აგვისტოსთან (44 981 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.1%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 21.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (24.5%-ით), ისე მეორადი (20.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის სექტემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.166 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.069).

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (22.3%-ით), ისე მეორადი (6.4%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის სექტემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 9 286, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 39 793 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.839 და 1.283 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. სექტემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.1%-ს მეორადი, ხოლო 18.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის სექტემბერში კი, შესაბამისად, 83.1% და 16.9%).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge