png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ფრანს პრესის“ სტატია ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინის შესახებ

  • თავდაცვა
  • 22.06.2016
  • 15:54
„ფრანს პრესის“ სტატია ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინის შესახებ

გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის კომენტარები, რომელიც ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებს ეხება.

***
საქართველო ოპტიმისტურად არის განწყობილი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლის სამიტი ვარშავაში 8 და 9 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესს“ სამშაბათს, 21 ივნისს პოლონეთის დედაქალაქში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა განუცხადა: „ბევრი მიზეზის გამო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა მან და მაგალითად მონტენეგროს გაწევრიანება და აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერება დაასახელა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ალიანსის ყოფნას აძლიერებს, სადაც როტაციის პრინციპით ოთხ ბატალიონს აგზავნის. მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და ბუნებრივია, ეს იმედს მატებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს: „ჩვენ შეიძლება შემდეგი ვიყოთ, ნატოსთვის შემდეგი ეტაპი“, - აღნიშნა ქალბატონმა ხიდაშელმა, რომელიც ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა და დისკუსია ღია კარის პოლიტიკას ეხებოდა.

„ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერება საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში არსებულ მიზნებთანაც არის დაკავშირებული, რადგან ეს ერთგვარი მშვიდობის მომტანი ხდება იმ მუქარებისა და საფრთხეების ფონზე, რაც აღმოსავლეთიდან შეიძლება მომდინარეობდეს ამ ქვეყნების მიმართ (იგულისხმება ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები). ჩვენ საერთო მეზობელი გვყავს, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევებს გვიქმნის“, - აცხადებს ის და რუსეთის დასახელებისგან თავს იკავებს; შემდეგ კი აგრძელებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაშიც გვეხმარება.

სხვათა შორის, თბილისი ვარშავის სამიტზე იმედოვნებს პაკეტს, რომელიც პრაქტიკულ ზომებზე იქნება დამყარებული, რათა ნატოსთან თავისი არმიის თავსებადობა გააუმჯობესოს. მართალია, საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ალიანსის წევრობის მიწვევას მიიღებს, მაგრამ იმედი აქვს იმ დაპირების დადასტურებისა, რომელიც დეკემბერში ბრიუსელში გაისმა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მინისტრებმა პირველად შეთანხმებით განაცხადეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge