primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

თინათინ ხიდაშელი: „იმედი მაქვს, კადეტთა ლიცეუმს გოგონებიც შეუერთდებიან“

  • თავდაცვა
  • 24.06.2016
  • 18:48
თინათინ ხიდაშელი: „იმედი მაქვს, კადეტთა ლიცეუმს გოგონებიც შეუერთდებიან“

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. 2016 წლის გამოშვება ლიცეუმში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. გამოსაშვებ ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.

თინათინ ხიდაშელმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.


“მინდა გისურვოთ, სულ ასე ამაყად შეხვედროდეთ საქართველოს დროშას, ამაყად შეგესრულებინოთ საქართველოს ჰიმნი და ამაყად გეტარებინოთ სამხედრო მოსამსახურის ფორმა ყველას, ვინც გადაწყვიტეთ სამხედრო კარიერის გაგრძელება. თუმცა, ყველა დანარჩენს, ვინც სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას, მინდა გისურვოთ, ყოველთვის სიამაყით გაგეხსენებინოთ წლები, რომელიც ლიცეუმში გაატარეთ. ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რომ თქვენ ყველა დარჩეთ სამხედრო სამსახურში, თუმცა, მთავარია დარჩეთ საქართველოს სამსახურში. მთავარია ემსახურებოდეთ საკუთარ ქვეყანას სადაც გააგრძელებთ ცხოვრებას და სამსახურს, სადაც გადაწყვეტთ, რომ საკუთარი სამსახურით ასახელოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახები და შემდეგ სამშობლო. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ ამ წარჩინებული წლებისთვის. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ეს ლიცეუმი სულ უფრო და უფრო მეტად იხვეჭს სახელს. შეუძლებელია ეს მხოლოდ შეიარაღებული ძალების დამსახურება იყოს. პირველ რიგში, ეს პედაგოგების და თქვენი დამსახურებაა. თქვენ ხართ საუკეთესო ელჩები და საუკეთესო წარმომადგენლები იმის, რაც აქ ხდება. 


თქვენი ისტორიებით შეიძლება წავახალისოთ სხვა ახალგაზრდები და მომავალი თაობები. თქვენი წარმატებებით შეიძლება წავახალისოთ ისინი, რომ შეუერთდნენ ლიცეუმს და შემდეგ მოხვდნენ სამხედრო სამსახურში. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან თქვენს შემადგენლობას გოგონებიც შემოუერთდებიან. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თანასწორობა უნდა იყოს ყველგან და მათ შორის ჯარშიც. განსაკუთრებით კი ეს უნდა ჩანდეს სასწავლო დაწესებულებებში. ჩვენ უნდა მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველა მოქალაქეს. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი კარიერა. თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ემსახურონ ქვეყანას იქ, სადაც ყველაზე მეტად გაუწევთ გული. მინდა, ლიცეუმის ტრიბუნიდან მივმართო გოგონების მშობლებს, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ, ღირს თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება და ღირს თუ არა საკუთარი შვილების მხარდაჭერა. ეს არის პრესტიჟული, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო დაწესებულება საქართველოში. ეს არის სასწავლო დაწესებულება, სადაც ეუფლებიან არა მხოლოდ ცოდნას, არამედ, იძენენ განსაკუთრებულ ჩვევებს, სადაც სწავლობენ ქვეყნის სიყვარულს, სადაც სწავლობენ ქვეყნის სამსახურს. ეს არის დაწესებულება, რომელიც იძლევა საუკეთესო განათლების შესაძლებლობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც. ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომელ სკოლასაც არ უნდა ამთავრებდეს, სკოლის დამთავრება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ, როდესაც სკოლას ამთავრებ სამხედრო ფორმაში, ეს განსაკუთრებულ პატივს გმატებს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას განიჭებს, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გაძლევს. მინდა, ყველამ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და გახსოვდეთ მუდამ, რომ იმის მიუხედავად, სად წახვალთ, სამი წლის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურის ფორმას ატარებდით. მინდა, ამ ფორმის ღირსება მიჰყვებოდეს თქვენს მთელ ცხოვრებას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

2012 წლის შესარჩევი კონკურსის შედეგად კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 120 კადეტი ჩაირიცხა. მათგან ლიცეუმი წარმატებით 72-მა კადეტმა დაასრულა.
ცხრა საუკეთესო კურსდამთავრებულს ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების წარჩინებით დამთავრების სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ. ლიცეუმის ორი კადეტი ოქროს მედალოსანი, ხოლო 4 - ვერცხლის მედალოსანი გახდა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა უმეტესობამ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ლიცეუმში სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეთოდიკით მიმდინარეობდა. კადეტებმა დამატებითი პროგრამით ფიზიკური მომზადების, ისტორიის, სამხედრო საქმის, ტოპოგრაფიისა და ინფორმატიკის კურსი გაიარეს. მათ სამხედრო საველე მეცადინეობებიც ჩაუტარდათ, სადაც ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება და კავშირგაბმულობა შეისწავლეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge