primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების კაპელანებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

  • თავდაცვა
  • 29.06.2016
  • 10:45
თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების კაპელანებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების კაპელანებთან საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ნატო და უსაფრთხოება“ გაიმართა. სასულიერო პირებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმნენ.

თინათინ ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა ჯარში სუიციდის ფაქტების შემცირების საქმეში კაპელანების მნიშვნელოვან როლზე; მინისტრმა ჯარში რელიგიური უმცირესობებისთვის სამლოცველოების გახსნის თემაზეც ისაუბრა.

„ვფიქრობ, კაპელანების ინსტიტუტი ჯარის ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულება და ამიტომ, ბუნებრივია, რომ მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პოზიციების შეჯერება ძალიან ღირებულია. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა სუიციდის პრევენციაზე, თუ რა დამატებითი ზომები შეიძლება განვახორციელოთ ამ მიმართულებით. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რაც აქტიურად დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, საკმაოდ ხელშესახები შედეგი გვაქვს საბედნიეროდ და, რა თქმა უნდა, ეს მათი და ფსიქოლოგიური დეპარტამენტის დამსახურებაცაა; თუმცა, ამ კუთხით კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ეს არის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ ერთგვარი თანასწორობის ქმედითი პოლიტიკის გატარება დავიწყეთ ჯარში, მათ შორის, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის თვალსაზრისით. გავხსენით სამლოცველოები სხვადასხვა ბრიგადაში. უკვე გარკვეული დრო გავიდა ამ მომენტიდან და, შესაბამისად, დღეს, ამ შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ, თუ კიდევ როგორ შეიძლება უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინტეგრაციის პროცესი იყოს მაქსიმალურად წარმატებული. მგონია, რომ ასეთი საინფორმაციო შეხვედრებით შეიარაღებულ ძალებში, ერთობლივად, საკმაოდ ბევრი დადებითი ტენდენციის გამოკვეთა ან გაძლიერება შეგვიძლია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ კაპელანებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მათ განსაკუთრებული როლი აქვთ სამხედრო მოსამსახურის საბრძოლო სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და პატრიოტიზმის განმტკიცების საქმეში.

შეიარაღებულ ძალებში მოღვაწე მოძღვრებმა ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განათლებისა და მათთვის მოტივაციის ამაღლების საკითხებზეც ისაუბრეს.

შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა და კაპელანებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები განიხილეს. ასევე იმსჯელეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის საკითხებზე.

შეიარაღებულ ძალებში მოღვაწე სასულიერო პირებს აღნიშნულ თემებზე მოხსენებები წარუდგინეს გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველთა ჯგუფის მრჩეველმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრებით 19 მაისს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპელანებთან შეხვედრა რიგით მეოთხე იყო. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მსგავსი ტიპის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge