primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიგლა აგულაშვილმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

  • საზოგადოება
  • 12.10.2015
  • 16:27
გიგლა აგულაშვილმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

 

„საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროგრამის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“, საზოგადოებას სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას აღმასურულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, გარემოს დეგრადირების შემცირება და მწვანე ეკონომიკის განვითარება - ეს ის საკითხებია, რომელზეც გიგლა აგულაშვილმა ვრცლად ისაუბრა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო რეორგანიზაციის შედეგად გაძლიერდა ფუნქციურად და ინსტიტუციურად. დაიბრუნა ბუნებრივი რესურსების (მათ შორის ტყის) მართვის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ფუნქციები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სატყეო სექტორის განვითარების საკითხს დაეთმო. შემუშავდა და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი. ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. სატყეო სექტორში დაინერგა ტყის მართვის პრინციპები, აღდგა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის მასივი, რომლის ფართობი 80 ჰექტარს შეადგენს. ბორჯომ-ბაკურიანსა და ხარაგაულში ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან ტყეში დამონტაჟდა ჰერომონიანი მწერსაჭერები, რომლის შედეგად განადგურდა სამი მოლიონი მავნებელი მწერი, რამაც შეაჩერა წიწოვანი ტყის მასივის ხმობა .

გამკაცრდა სანქციები და დაიწყო კონტროლი უკანონო ბუნებათსარგებლობაზე. 2013 -2015 წლებში სულ გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 19 198 ფატქი. სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 8 674630,0 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, შეიქმნა 16 ბუნების ძეგლი, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები - ოკაცეს კანიონი, ჯავახეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. სრულად დასრულდა დემარკაცია 22 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე. (ჯამში 216 321.4 ჰა) პირველად საქართველოში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპის საბჭოს მიერ დაარსებული ევროპული დიპლომი გადაეცა. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 1,2 % -ით გაიზარდა.

მიმდინარე წელს შემუშავდა საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014-2020 წლებისთვის. დაიწყო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების დაცვა და მონიტორინგი რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მეწყრულ-ღვარციფული პროცესების კატალოგიზირება და შედგა 947 კადასტრი. საქართველოს 9 ქალაქის 58 წერტილში განხორციელდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები ჰაერის ხარისხის შეფასების მიზნით. პირველად დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 3 სადგური მდინარეებზე - ყვირილა, კაზრეთულა და მაშავერა, რაც წყლის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მდინარე ვერეს აუზში განხორციელდა მოცულობითი ჰიდრომეტრული და ტოპოგრაფიული სამუშაოები, რის შედეგად განხორციელდა წყალდიდობა-წყალმოვარდნების შედეგად შესაძლო დატბორვის არეალების განსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 22:54
რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგად კიევის ოლქში 15-მდე ადამიანი დაიღუპა
  • 22:48
უკრაინის არმიამ მორიგი შეტევა განახორციელა Wildberries-ის საწყობზე
  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge