png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენ გვიყვარს მედიაზე შეტევა - თავდაცვის მინისტრის სიურპრიზი ჟურნალისტებს

  • თავდაცვა
  • 04.07.2016
  • 21:18
ჩვენ გვიყვარს მედიაზე შეტევა - თავდაცვის მინისტრის სიურპრიზი ჟურნალისტებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“-ის დასკვნით ეტაპს დაესწრო. 

იმიტირებულ საბრძოლო ველზე დაგეგმილ იმიტირებულ ბრიფინგზე ასევე იმიტირებული თავდაცვის მინისტრის ნაცვლად ჟურნალისტებთან მოულოდნელად თინათინ ხიდაშელი მივიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მონაწილე ჟურნალისტებს და სწავლების დეტალებს გაეცნო.
თინათინ ხიდაშელთან ერთად მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“-ის დახურვას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

„დიდი სურვილი გვქონდა, რეზერვის მომზადების ექსპერიმენტული ფაზა დაგვეწყო. უკვე ოთხი თვეა საზოგადოებას ვესაუბრებით რეზერვის მნიშვნელობაზე და იმ ახლებურ მიდგომაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს. მედიარეზერვი ამ პოლიტიკის ნაწილია. დღეს, 21-ე საუკუნის გამოწვევების კვალობაზე, როდესაც კონვენციური ომი გარკვეულწილად ჰიბრიდულმა ომმა ჩაანაცვლა, მედიაშტურმი, დეზინფორმაციული ომი, დეზინფორმაციული კამპანიები და პროპაგანდისტული მანქანა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ქართულ მედიას ამ გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენი ამოცანა არის ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება, როგორ გავყოთ და განვასხვავოთ ერთმანეთისგან ინფორმაცია და დეზინფორმაცია. როგორ მოვახერხოთ, რომ გადამოწმების რაც შეიძლება მეტი წყარო შევქმნათ იმისთვის, რომ ჟურნალისტს არ შეექმნას დაბრკოლება თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ჩვენი ამოცანაა, ჟურნალისტს არასოდეს არ მოუხდეს ტყუილის თქმა. თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, ყოველთვის მისცეს ჟურნალისტს საშუალება, გადაამოწმოს ინფორმაცია. ჩვენ გვიყვარს ხოლმე მედიაზე შეტევა, როდესაც რაღაც მცდარად შუქდება, ოღონდ, გვავიწყდება, რომ ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხანდახან ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ მედიას საშუალებას, ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ეს სწავლება პირველ რიგში ამ მიმართულებით წარიმართა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2016“ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის მონაწილე ჟურნალისტები და ოპერატორები სამხედრო ბაზაზე აქტიურ სწავლებას გადიოდნენ. სწავლების ფორმატი მორგებული იყო ჟურნალისტთა საქმიანობის რიტმს. სწავლების ფარგლებში სხვადასხვა სახის პრესკონფერენციები და ბრიფინგები გაიმართა. სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება სტრესულ რეჟიმში უწევდათ ფსიქოლოგებისა და სამხედრო ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ, ამ ტიპის მეცადინეობების მიზანი რეალურ სიტუაციებში სტრესისა და შიშის გამკლავებაა. სწავლების სცენარიდან გამომდინარე, პროექტის მონაწილეებმა ხუთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ახალი ამბავი მოამზადეს. „გამთამაშებლები“ კი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს ქმნიდნენ. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცათ.

 
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge