primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...

  • სტატიები
  • 07.07.2016
  • 11:38
მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...

საიას იურისტი ნინო ბაღაშვილი  მაგდა პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებას ბლოგს უძღვნის, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი. ბლოგს გთავაზობთ უცვლელად:

„პ.ს. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგი არ ეხება მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა, პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი.

ხდება ასე, რომ ქმრები კლავენ ცოლებს, ცოლები ქმრებს, დედები შვილებს და მაგდა პაპიძის საქმე არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, სამწუხაროდ. თუმცა, აღნიშნული პროცესი ნამდვილად უპრეცენდენტოა თავისი რეზონანსით მედიასა და საზოგადოებაში. 2015 წლის 20 დეკემბრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა თუ როგორ მოკლა 25 წლის გოგომ ქმარი და მცირეწლოვანი შვილი. რა თქმა უნდა, იმაზე დიდი ტრაგედია არაფერია, როცა დედა შვილს კლავს და ეს დანაშაულიც თავისი შინაარსით ძალიან მძიმე და სენსიტიურია ყველასთვის. თუმცა, მაგდა პაპიძის საქმის გარშემო დატრიალებულმა ამბებმა, სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოაჩინა, რომლის საფუძველიც ჩვენში ღრმად გამჯდარი და დალექილი სტერეოტიპებია.

პაპიძის საქმე არის ამბავი საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბოლომდე გაწიროს ადამიანი, ისე რომ გადარჩენის გზაც არ დაუტოვოს. ეს არის ამბავი არაპროფესიონალ და არაჰუმანურ მედიაზე, რომელსაც შეუძლია უდიდესი ტრაგედია ჩვეულებრივ, ტაბლოიდურ, ყვითელ თემად აქციოს. და რაც მთავარია, ეს არის ამბავი მორალისტურ  საზოგადოებაზე, რომელიც თავადვე ხდება ტყვე მორალური თუ სტერეოტიპული წარმოდგენების და ქმნის შერჩევითი სამართლიანობის პრეცენდენტებს.

გიფიქრიათ რა მოხდებოდა, მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო?...

პ.ს. ოფიციალური მონაცემებით 2014 წელს 34 ქალის მკვლელობა მოხდა, სადაც მინიმალური სასჯელი იყო ჯარიმა 2000 ლარის  ოდენობით, ხოლო მაქსიმალური 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 3 შემთხვევაში. 2 საქმეზე მსჯავრდებულს ფსიქიკური აშლილობის გამო სასჯელის მოხდა დაუდგინდა სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ საქმეებიდან უმრავლესობა ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს არც სმენია, არ დაინტერესებულა სათანადოდ დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები.  დანაშაული კი, ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი, დანაშაულია და დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს სამართლიანად. უპირველესად ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესი დანაშაულების მიმართ არ უნდა იყოს შერჩევითი, რადგან  სამართლიანობა ადამიანობის გარეშე ნაჯახია და ადამიანობა სამართლიანობის გარეშე უზნეობა“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge