png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა

  • კონფლიქტები
  • 13.10.2015
  • 12:14
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ორგანიზებითაც დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში" მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის შეფასებით, ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ფორმატი, რომლშიც ჩვენ ჩვენს ოს თანამემამულეებს უნდა ვესაუბროთ.
„პრეზიდენის მხარდაჭერით თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც ოს თანამემამულეებთან ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია“, - აღნიშნა შამანიდმა.

ცენტრი სხვადასხვა სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

კონფერენციას ასევე ესწრებიან მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევარები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები და ჰუმანიტარული, სოციალურ - პოლიტიკური დარგების მკვლევარები

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge