primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიორგი მარგველაშვილი: საქართელო გახდება NATO-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება

  • პოლიტიკა
  • 10.07.2016
  • 14:09
გიორგი მარგველაშვილი: საქართელო გახდება NATO-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება

"NATO -ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე",- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა NATO -ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და 8-9 ივლისს ვარშავაში, საქართველოს დელეგაციის მუშაობა შეაფასა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამიტის მომზადებაში მონაწილეობდა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო იმისათვის, რომ გააძლიეროს და გააღრმავოს ინტეგრაციის პროცესი.
"სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს კიდევ ერთხელ სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა.
უმნიშვნელოვანესია ის, რომ NATO შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიას იწყებს და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი საქართველო იქნება,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და NATO ჩამოყალიბდნენ ასევე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ასევე NATO - საქართველოს ერთობლივი ცენტრი "ჯეიტეკი" იქნება დაკავშირებული NATO- ს ტრანსფორმაციის სარდლობასთან.
"საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასა და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით.
მინდა, ასევე, მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი იქნება", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკეც შეაფასა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, NATO პირველ რიგში ღირებულებითი კავშირია. ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან NATO-ში გაერთიანებას, ერთიანდებიან არამარტო სამხედრო დაცულობის თვალსაზრისით, არამედ, იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები.
"ამ თვალსაზრისით, არჩევნები ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით. NATO-ში დარწმუნებულიები არიან, რომ შემდეგი არჩევნები, კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით.
ეს ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების ირგვლივ, ვერთიანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცების ირგვლივ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2014 წლიდან, მაშინ, როდესაც საქართველომ გადადგა რეალური ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ნათლად გამოჩნდა, რომ შავი ზღვის სტატუსი, ევროპული თანამშრომლობის ზღვის სტატუსი უნდა გახდეს და საქართველო ამას ყველა მაღალ ფორმატში და ფორუმზე აფიქსირებს.
"თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ რეალურად 2014 წლის შემდეგ შავ ზღვაში უსაფრთხოების ფორმატი შესუსტებულია და სტაბილურობა გაუარესებულია.
დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორები და ალიანსი ძალიან სერიოზულად იაზრებენ შავი ზღვის მნიშვნელობას გლობალურად - ევროპული და აზიური სტაბილურობისათვის.
განსაკუთრებული როლი ამ კონტექსტში, ბუნებრივია, ენიჭება საქართველოს. ქვეყანას, რომელიც, თავისი პორტებიდან არაერთ, ალბათ, ათეულ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელს აძლევს. შესაბამისად, იმ დისკუსიაში, რომელიც დაიწყება NATO-ში შავი ზღვის სტაბილურობის თემაზე სტრატეგიულ დაგეგმვაში, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, როგორც ამ დისკუსიის მონაწილე სუბიექტს. აქედან გამომდინარე, განისაზღვრება ის კონკრეტული ფუნქციები, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაღრმავების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა, რითიც საქართველოს დელეგაცია NATO-ს სამიტიდან ბრუნდება.
„მთავარი გზავნილი არის ის, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია. ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება.
ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღრმავებთ და ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან.
ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციის თალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge