png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე

  • კომენტარები
  • 04.11.2026
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე

დღეს ვუსმინე შალვა პაპუაშვილს. ისევ მახსენა. არ მწყინს, უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ, - ასე ეხმიანება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, სჯერა, რომ სიმართლე, ისევე როგორც სანთელი, თავის სინათლეს არ დაკარგავს.

„დღეს ვუსმინე შალვა პაპუაშვილს. ისევ მახსენა. არ მწყინს, უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ.

ბატონო შალვა, შეგახსენებთ, რომ მე ერთ წელზე მეტია ტყვედ ვარ. არასდროს მიპასუხია თქვენი თავდასხმებისა და ცილისწამებისთვის, არა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, არამედ მჯერა, სიმართლე, ისევე როგორც სანთელი, თავის სინათლეს არ დაკარგავს.

მართლა ვწუხვარ, როცა თავს ნომერ პირველ კანონმდებლად თვლით და ფოტოს გადაღება 7-წლიანი პატიმრობა გგონიათ, მით უმეტეს, არც ის იცით, რომ მე ბრალი წამიყენეს არა ფოტოს გამო, არამედ 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების გამო.

ბატონო შალვა, ვიდრე ღირსებით ევროპაში შევალთ, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით.“ - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებას გამოეხმაურა.

„თქვენ რა გგონიათ, დიდი რევოლუციონერები სჭირდება ქვეყნის არევას? ასეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ, პაატა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდი, ან მერე იტყვიან, აღარ მინდა პოლიტიკა, შემთხვევით აღმოვჩნდი, მოვინანიე და გავედიო და ა.შ. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და მათ შორის, ეს საქართველოშიც არაერთხელ განგვიცდია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტეგები:
  • შალვა პაპუაშვილი
  • პაატა მანჯგალაძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge