png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი ჩოგოვაძე: აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა, მას გააჩნია ბევრი უნიკალური ტურისტული ადგილი

  • ეკონომიკა
  • 11.07.2016
  • 11:52
გიორგი ჩოგოვაძე: აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა, მას გააჩნია ბევრი უნიკალური ტურისტული ადგილი

აჭარა ტურისტებისათვის უნიკალური ადგილია. გარდა ზღვისა აქ შესაძლებელია მაღალმთიან აჭარაში დასვენებაც, სადაც სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება ინტენსიურად მიმდინარეობს. წელს აჭარაში და ზოგადად საქართველოში დიდი რაოდენობით ტურისტს ელოდებიან.

აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ამჯერად ქართველი ჟურნალისტები პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სტუმრობდნენ.

„საქართველოში წელს უპრეცენდენტო რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორები სტუმრობენ. ასევე სიმრავლეა შიდა ტურისტების მხრივ. 6 წელზე მეტია დინამიურად და აქტიურად იზრდება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. რაც ყველაზე მთავარია ბათუმში და მთლიანად საქართველოში წლევანდელი წელი ტურისტების რაოდენობით რეკორდული იქნება. ჩვენ ამ ფონზე  ვაგრძელებთ პროექტს „გაიცანი საქართველო“, რამეთუ აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა, მას გააჩნია ბევრი უნიკალური ადგილი, რომლის მონახულება ნამდვილად ღირს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ იმოგზაურონს აჭარის სხვადასხვა უნიკალურ ადგილებში“, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად მედიატურს მასპინძლობდა.

შეგახსენებთ, რომ მთიანი აჭარის რეგიონი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

თითოეული მათგანი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. ძალზედ საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2500 მეტრია.

ქედის მუნიციპალიტეტი

ქედაში ხშირად სტუმრობენ მახუნცეთის ჩანჩქერს, სადაც განლაგებულია რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აჭარისწყლისა და მთის მდინარეების ხეობებში შესაძლებელია, როგორც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი ნიმუშების, ასევე ჩანჩქერების მონახულება, მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. რეგიონი მდიდარია სამკურნალო და მინერალური წყლებით.

შუახევის მუნიციპალიტეტი

მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა შუახევის რეგიონი. სოფლის მეურნეობა შუახევის ეკონომიკის მთავარ დარგს წარმოადგენს. აქაური მასპინძლები გულუხვი და სტუმართმოყვარენი არიან. შეგიძლიათ უშუალოდ გაეცნოთ მათ სოფლის ცხოვრებას და მონაწილეობა მიიღოთ სამეურნეო საქმიანობაში. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ გაროთობის ისეთი საშუალებებით როგორიცაა: ჰაიკინგი, ცხენოსნობა, ველოსიპედით გასეირნება და კლდეზე ცოცვა. შაუხევი ცნობილია ზამთრის კურორტით - გომარდული.

ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულო მთიანი აჭარის ულამაზესი კუთხეა. გამორჩეულია, როგორც ბუნების სიმდიდრით, ისე კულტურული ღირშესანიშანაობებითა და ისტორიული წარსულით. ხულოს ტერიტორიაზე მდებარეობს ულამაზესი მწვანე ტბა. ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს ისეთი მთიანი კურორტები როგორიცაა ბეშუმი - ზაფხულის კურორტი, ხოლო ზამთრის კურორტები მდებარეობს გოდერძის უღელტეხილზე, ქედლებსა და დანისპარაულში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge