primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

„A'STUDIO“-ს კონცერტის ოქროს სპონსორი Casino International-ი, ხოლო მასპინძელი სასტუმრო Hilton-ია

  • ეკონომიკა
  • 11.07.2016
  • 13:55
 „A'STUDIO“-ს კონცერტის ოქროს სპონსორი Casino International-ი, ხოლო მასპინძელი სასტუმრო Hilton-ია

ბათუმში დაგეგმილი „A'STUDIO“-ს კონცერტის ოქროს სპონსორი სასტუმრო Hilton-ში განთავსებული Casino International-ია, ხოლო „A'STUDIO“-ს მასპინძელი თავად სასტუმრო Hilton-ი.

„A'STUDIO“-ს კონცერტის შემდეგ, სწორედ Casino International-ში გაიმართება  Afterparty, რომელზედაც დასწრება VIP ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ. ასეთი ბილეტების რაოდენობა კი შეზღუდულია და მისი ღირებულება 130 ლარია.

როგორც ბათუმში „A'STUDIO“-ს კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ჯგუფის ოფიციალური გადამყვანი რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ია, რომელიც მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს.

„A'STUDIO“-ს კონცერტის სპონსორები არიან ასევე „ნატახტარი“, „საქართველოს ფოსტა“ და „ავტო რადიო“, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერა GHN-ს, PrimeNewsGeorgia-ს, TV პირველსა და „ავტო რადიოს“ ეკუთვნის.

„A'STUDIO“-ს კონცერტი 13 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია www.tkt.ge-ზე უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება 35 ლარიდან 130 ლარამდეა.

„A'STUDIO“-ს წელს საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს, ჯგუფმა 10 მაისს კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის შემდეგ, ჯგუფი ბათუმში მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება ამიტიმ  „A'STUDIO“ ამ კონცერტისთვის აქტიურ მზადებაშია.

„A'STUDIO“ ყაზახეთში დაფუძნებლი პოპ-მუსიკალური ჯგუფია. ის 1982 წელს ვლადიმირ მიკლოშიხის (ბასისტი), ბაიგალი სერკებაევის (პიანისტი), ბაგლან სადვაკასოვის (სოლო გიტარა) და ბატირხან შუკენოვის (ვოკალისტი და საქსაფონისტი) მიერ  შედგებოდა. ჯგუფს თავდაპირველად "ალმა-ატა სტუდიო" ერქვა, ხოლო მოგვიანებთ სახელწოდება შემოკლდა და დაერქვა „A'STUDIO".

1989 წელს, „A'STUDIO“-ს სიმღერა "ჯულიამ" რუსი მომღერლების ალა პუგაჩოვას და ფილიპ კირკოროვის ყურადღება მიიპყრო. პუგაჩოვამ ჯგუფი ყოველწლიურ საახალწლო შეკრებაზე მიიპატიჟა და წარადგინა როგორც საბჭოთა კავშირის საუკეესო ბენდი.

ამის შემდეგ სიმღერაც და ჯგუფიც ძალიან პოპულარული გახდა მთელს საბჭოთა კავშირში.

 2000 წელს, ჯგუფი შუკენოვმა დატოვა და სოლო კარიერა განაგრძო, ხოლო „A'STUDIO“-მ საზოგადოებას ახლი ვოკალისტი, პოლინა გრიფიტი წარუდგინა. ბენდმა გამოუშვა პოლინასთან ერთად ჩაწერილი რამდენიმე სინგლი, მათ შორის სიმღერა "S.O.S", რომელიც U.K. Singles Chart-ში მოხვდა და 64 ადგილი დაიკავა, რითაც პოპულარობა მოიპოვა ევროპასა და აშშ-ში.

2004 წელს ჯგუფი პოლინა გრიფიტმაც დატოვა და ასევე სოლო კარიერა განაგრძო. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ჯგუფში ახალი სოლისტი, ქართველი ქეთა თოფურია. ქეთასთან ერთად ჯგუფმა ისეთი პოპულარული სინგლები ჩაწერა როგორიც "Улетаю", "Ты", "Ночь-Подруга". სიმღერა "Улетаю" მოკლე ხანში იქცა პოსტ-საბჭოთა სივრცის ჰიტად და ჯგუფს პოპულარობის ახალი ტალღა მოუტანა.

თუმცა აღნიშნულ წარმატებას მოჰყვა ტრაგედია. 2006 წლის 2 აგვისტოს, საავტომობილო ავარიის შედეგად, ჯგუფის წევრი ბაგლან სადვაკასოვი გარდაიცვალა. მისი ადგილი ჯგუფში ბაგლანის 17 წლის ვაჟმა ტამერლან სადვაკასოვმა დაიკავა. მოგვიანებით, როდესაც უმცროსმა სადვაკასოვმა, ჯგუფი, სწავლის გაგრძელების მიზნით დატოვა, ბენდს ახალი სოლო-გიტარისტი ფიოდორ (ფედერიკო) დოსსუმოვი შეემატა.

90-ანი წლების მეორე ნახევრიდან, „A'STUDIO“  მუშობდა ცნობილ ბრიტანელ პროდიუსერ გრეგ უოლშთან ერთად.

1988 წლდან „A'STUDIO“-მ გამოუშვა 13 ალბომი, მათ შორის 10 სტუდიო, 2 ლაივი და 1 საკოლექციო ალბომი.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge