png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მამუკა ბერძენიშვილი: მაღალმთიან აჭარაში ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რათა ტურისტმა მეტი კომფორტი მიიღოს

  • ეკონომიკა
  • 11.07.2016
  • 15:48
მამუკა ბერძენიშვილი: მაღალმთიან აჭარაში ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რათა ტურისტმა მეტი კომფორტი მიიღოს

აჭარაში ჩასულ ტურისტს ზღვა და მთა ერთნაირ მასპინძლობას გაუწევს. ბოლო ტრენდი აჩვენებს, რომ ტურისტებისათვის აჭარაში საზღვაო ტურიზმის პარალელურად, სოფლად ტურიზმიც მოთხოვნადი ხდება.

ზღვისა და მთის უნიკალური შერწყმა კი, ტურისტის დასვენებას უფრო სრულყოფილს ხდის, მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს აჭარული სამზარეულოც დაემატება.

„აჭარა საქართველოში ის ერთ-ერთი რეგიონია, სადაც ზღვისა და მთის უნიკალური კომბინაცია არის ტურისტებისათვის განმსაზღვრელი ფაქტორი. ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ კომბინაციაში არის მუნიციპალიტეტი ქედა, უფრო კონკრეტულად სოფელი ვაიო, სადაც მრავლადაა ღვინის სახლები, სადაც შეგვიძლია დავაგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო, რაც თავის მხრივ დამატებით ემიციებს წარმოქმნის. ტურისტებს, რომლებიც ისვენებენ ზღვაზე სულ რაღაც ერთ საათში შეუძლიათ ეწვიონ მაღალმთიან აჭარას და გაიზირონ ყველა ის ემოცია, რაც აჭარის მთებშია“, - განაცხადა აჭარის „მთავარმა მასპინძელმა“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა, რომელიც სოფელ ვაიოში პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს მასპინძლობდა.

როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, მაღალმთიან აჭარაში ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რათა ტურისტმა მეტი კომფორტი მიიღოს და სათანადოდ დაისვენოს. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში კერძო სექტორთან თანამშრომლობით რამდენიმე გესტჰაუსი გაიხსნა რეგიონის ამ ნაწილში. განვითარდა ღვინის სახლებიც და ტურისტებს, რომლებიც ზღვაზე ისვენებენ, უკვე შეუძლიათ მრავალფეროვან მაღალმთიან აჭარასაც გაეცნონ.

 რაც შეეხება ფასებს, ვაიოში აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება 25 ლარიდან (ერთ კაცზე) იწყება და 45 ლარამდეა, ღამისთევით ფასი შესაძლოა 80 ლარამდეც გაიზარდოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge