png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ავიაბაზრის 19 %-ის მფლობელი Turkish Airlines-ია

  • ეკონომიკა
  • 11.07.2016
  • 17:22
საქართველოს ავიაბაზრის 19 %-ის მფლობელი Turkish Airlines-ია

 

ქვეყნის ავიაციის  ლიდერი კომპანია, თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ბაზრის 19 %-ი უკავია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-ივნისის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში კვლავინდებურად ნომერ პირველია და ის ექვსი თვის განმავლობაში 205 ათას 615 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი  Ukraine International Airlines-ია (FlyUIA) , რომელიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 10 %-ს ფლობს. ავიაკომპანიამ იანვარ-ივნისში სულ 109 ათას 122 მგზავრი გადაიყვანა.

ასევე ბაზრის 10 %-ს აკონტროლებს ქართული კომპანია Georgian Airways-იც (101 ათას 565

მგზავრი).

2016 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 6-6 %-ის იკავებენ რუსული ავიაკომპანიები Aeroflot-ი, S7-ი და ასევე  თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი.

ბაზრის 5 %-ის მფლობელი კი ავიაკომპანია Flydubai-ა. საქართველოს ავიაბაზრის 4 %-ს Wizz Air-ი ფლობს.

ნახევარი წლის მონაცემებით, ბაზრის 3-3%-ის მფლობელები არიან: Lufthansa, Air Arabia, Belavia, Atlasglobal-იდა AZAL-ი.

2-2%-ანი წილი აქვთ ავიაკომპანიებს: Israir-ი, QatarAirways-ი, Air Astana და LOT-ი,

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 11 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 89 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 21,33%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ,  იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებში  მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ მიმდინარე წელს, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად სულ გადაყვანილ იქნა 1 082 828 მგზავრი, რაც 21,33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (892 468 მგზავრი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge