საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა
- სამართალი
- 11.07.2016
- 18:30
6-10 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, „ლაგოდეხი“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ვალე“, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები: მათ შორის: 81 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატი და 222 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა შემოწმებისას, მოქალაქის ხელბარგში ასევე 9.13 გრ ე.წ. „მარიხუანა“ იპოვეს.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200