ესპანეთში კიევის ყოფილი მერის შვილი სტეპან ჩერნოვეცკი დააკავეს
- სამართალი
- 12.07.2016
- 12:25
ესპანეთში კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილი, სტეპან ჩერნოვეცკი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა El Mundo ავრცელებს.
2030-ი El Mundo-ზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთის პოლიცია ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში ფინანსური დანაშაულებების გამოძიების ფარგლებში ჩხრეკას ატარებს. როგორც მედიასაშუალება იტყობინება, საუბარია იაპონური სამზარეულოს ძვირადღიარებულ რესტორანზე, რომელიც 2014 წელს გაიხსნა და სომეხ ბიზნესმენს არმან მაილიანს ეკუთვნის.
El Mundo-ს ინფორმაციით, გამოძიების ფაგლებში დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის რესტორნის მეპატრონე და კიევის ყოფილი მერის შვილი. გამოძიების მტკიცებით, ეჭვმტანილები რესტორანს ფულის გასათათრებლად იყენებდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200