png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კიევში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მე-7 შეხვედრა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 12.07.2016
  • 12:40
კიევში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მე-7 შეხვედრა გაიმართა

11-12 ივლიის, ქ. კიევში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეშვიდე შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების სესიის გარდა, ითვალისწინებდა შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზე, შესაბამისი დარგის მინისტრების მონაწილეობით.

 

არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა. ევროკავშირის მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ  - ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი შიდა ბაზრის, მრეწველობის, წარმოების და მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებში, ელიზაბეტა ბიენკოვსკა, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი,  როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის  წარმომადგენელი, პეტერ ზიგა. შეხვედრას ესწრებოდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენი ხუთი ქვეყნის  შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა  ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე 23 მაისს ქ. ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შედეგების გათვალისწინებით. მხარეებმა იმსჯელეს კონკრეტულ ნაბიჯებზე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას არსებულ საფრთხეებთან ეფექტიანად გამკლავების მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საკითხებზე და გლობალურ გამოწვევებზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფორმატი ჩამოყალიბდა 2013 წელს ევროკავშირის ინიციატივით და ითვალისწინებს  ზოგადი (საგარეო საქმეთა მინისტრები) და სექტორული (დარგობრივი საგარეო საქმეთა მინისტრები) დიალოგის შეხვედრებს.  სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში ორჯერ პარტნიორ ქვეყნებში და მასში მონაწილეობას იღებენ პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა და დარგობრივი მინისტრები, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში და შესაბამისი დარგის ევროკომისარი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge