png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას

  • საზოგადოება
  • 12.07.2016
  • 13:02
დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წინასაარჩევნო რეკლამას. როგორც რეკლამის შინაარსიდან იკვეთება, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდა ამომრჩევლებმა მიიღონ, ვინაიდან აქამდე სხვა  პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ასაკოვანი ადამიანების ინტერესებზე იყო მორგებული, რაც ქვეყნისთვის არაპოპულარული არჩევანია.

„რეკლამაში არ არის დაბალანსებული მოსახლეობის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესები, ამის საპირისპიროდ, ერთგვარი ირონიით არის ხაზგასმული, რომ თუ ქვეყანა ასაკოვანი ამომრჩევლის იმედად დარჩება, ეს არაპროგრესული და განვითარებისთვის ხელისშემშლელი არჩევანი იქნება.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ხელს უწყობს სტერეოტიპული განწყობის გამყარებას ასაკოვანი ადამიანების მიმართ, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ისედაც განიცდიან უთანასწორო მოპყრობას. ასეთი მიდგომა ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა სფეროში დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას ასაკის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ცალკეული ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“, უზრუნველყოს სტერეოტიპების შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის ინტერნეტ სივრციდან მოხსნა“, აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge