png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

EBRD-ი სუვერენული სესხის სახით, საქართველოს 10 მლნ ევროს გამოუყოფს.

  • ეკონომიკა
  • 12.07.2016
  • 16:04
EBRD-ი სუვერენული სესხის სახით, საქართველოს 10 მლნ ევროს გამოუყოფს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი („ევრობანკი“, EBRD), სუვერენული სესხის სახით, საქართველოს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს. ხსენებული ფინანსური  რესურსის გადასესხება მოხდება მუნიციპალური განვითარების ფონდზე ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში, მათ შორის მიუვალ ადგილებში, მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით.  კრედიტი მოხმარდება დაახლოებით 140 ახალი ნაგავმზიდისა და 7000 კონტეინერის შეძენას.

ევრობანკის კრედიტს თან ახლავს საინვესტიციო გრანტი 2 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ევრობანკის აქციონერთა სპეციალურმა ფონდმა გამოყო პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების აღიარების ნიშნად. ევრობანკის აქციონერთა სპეციალურმა ფონდმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური მხარდაჭერა კაპიტალდაბანდების მოსამზადებლად. რაც შეეხება სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ აქციონერთა მონაწილეობის პროგრამის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმისა და გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, დაფინანსებას საერთაშორისო დონორი გამოყოფს.

ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მთავრობის გეგმების განხორციელების კუთხით, რაც ქვეყნის ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზაციასა და მის ევროკავშირის სტანდარტებზე მორგებას, ასევე გარემოსდაცვითი საკითხების გაუმჯობესებას გულისხმობს.  ეს კაპიტალდაბანდება განავითარებს მომსახურების ხარისხს ნარჩენების მართვის სფეროში  და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკოლოგიურ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში.

სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

„ძალიან მახარებს, იმ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  მაგალითია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სფეროში. პროექტით დასტურდება, რომ ევრობანკი აგრძელებს საქართველოს მთავრობის გეგმების მხარდაჭერას ქვეყნის ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზაციისა და  ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით. ეს პროექტი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობასა და ეკოლოგიას. პროექტის არსებითი ნაწილია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაუმჯობესება მყარი ნარჩენების მდგრადი მომსახურებით მიღებულ სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უკეთესი და უფრო ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად“,- - განაცხადა  ბრუნო ბალვანერამ.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ ვალდებულება იკისრა  მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყანაში უკვე არსებობს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები. ახალი სატრანსპორტო პარკი უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების სწორედ ამ ნაგავსაყრელებზე განთავსებას.

ევრობანკი წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან მისი კაპიტალდაბანდება 2.73 მილიარდ ევროს შეადგენს 195 პროექტის ფარგლებში და ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. ინვესტიციების 91 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.

2016-2018 წლებისთვის ევრობანკის სტრატეგიული გეგმა იმ ქვეყნებისთვის, სადაც კაპიტალდაბანდებას ახორციელებს - საქართველოს ჩათვლით - სამ პრიორიტეტულ მიმართულებას გულისხმობს: ეკონომიკის გამძლეობის უნარის გაძლიერებას, გლობალური გამოწვევების დაძლევასა და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერას

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge