png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრემიერ–მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

  • პოლიტიკა
  • 12.07.2016
  • 20:23
პრემიერ–მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და  ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრულ  ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. 

„რთულია, გადააჭარბო ბასტილიის აღების დღისა და საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა: ეს რევოლუცია იყო გლობალური დემოკრატიული მოძრაობების წინამორბედი, რომლითაც დაიწყო ახალი ეპოქა. საფრანგეთისთვის ის ნიშნავს „მარსელიეზას“, სამფეროვანი დროშის, რესპუბლიკის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის დაბადებას. სწორედ იმ დროს დაიბადა ფრანგული ლოზუნგი: liberté, égalité, fraternité (თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) რომელიც დღესაც განსაზღვრავს ფრანგი ხალხის ბუნებას და, ამასთან, ზუსტად ასახავს საქართველოს ევროპულ გზას. დღეს საფრანგეთის ხსენებაზე წარმოვიდგენთ დახვეწილი სამზარეულოს, უნატიფესი მოდისა და დიდი დღესასწაულების ქვეყანას, რაც, რასაკვირველია, სიმართლეა! მაგრამ, პირველ რიგში, საფრანგეთი არის დიდი იდეალების ქვეყანა. საქართველოსთვის საბედნიეროდ, საფრანგეთი მისი მეგობრების რიცხვშია და ეს მეგობრობა დღითიდღე იზრდება.  როგორც ბატონმა ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტიპენდიანტებს, რათა მათ განათლება მიიღონ საფრანგეთში; მომავალ წელს კი დაგეგმილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფილიალის გახსნა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის!“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის განმარტებით,  თანამშრომლობა ასევე ღრმავდება საქართველო-საფრანგეთის  სოფლის მეურნეობის სექტორში, ღვინის ინდუსტრიის ჩათვლით, რომელიც, მისივე თქმით,  ორივე ქვეყნის საამაყო მემკვიდრეობას წარმოადგენს.

საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge