png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე: არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა იქნება ის გუნდი, რომლითაც დღეს წარვსდექით

  • პოლიტიკა
  • 13.07.2016
  • 15:55
ირაკლი კობახიძე:  არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა იქნება ის გუნდი, რომლითაც დღეს წარვსდექით

„ქართული ოცნება“ აუცილებლად მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში და ამის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება ის გუნდი, რომლითაც დღეს წარვსდექით ჩვენ ამომრჩევლის წინაშე,-აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პარტიის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  პარტიის ახალი სახეები აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც  ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია.

„ ჩვენ შევასრულეთ დანაპირები, რაც დავაანონსეთ დიდი ხნის წინ. ჩვენ წარვსდექით განახლებული გუნდით, ახალი სახეებით დღეს ამომრჩევლის წინაშე. ეს ადამიანები არიან შერჩეულები ზუსტად იმ კრიტერიუმებით, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი- ეს არის განათლება, ეს არის გამოცდილება, ეს არის პრინციპულობა. ეს ადამიანები  აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

 რაც შეეხება საპარლამენტო სიის ფორმირების საკითხს, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა,   სიაზე მუშაობა გრძელდება და მოგვიანებით გახდება ყველაფერი დანარჩენი ცნობილი.

„ჩვენთვის მთავარი იყო ჩვენი გუნდის თვისობრივი განახლება, რაზეც ვსაუბრობთ უკვე რამდენიმე თვეა, საკმაოდ დიდი ხანია და  ჩვენ ეს პირობა, რაც მივეცით ამომრჩევლებს, ის რომ წარვსდგებოდით განახლებული გუნდით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ეს პირობა შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, აერთიანებენ თავის თავში ყველა იმ თვისებას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის“,-დასძინა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge