png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვართ თავდაჯერებულები და იმ რწმენით გამსჭვალული, რომ საქართველო გაიმარჯვებს, - კვირიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.07.2016
  • 17:00
ვართ თავდაჯერებულები და იმ რწმენით გამსჭვალული, რომ საქართველო გაიმარჯვებს, - კვირიკაშვილი

ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ ვართ თავდაჯერებულები და იმ რწმენით გამსჭვალული, რომ საქართველო გაიმარჯვებს; ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში გააკეთა, სადაც პარტიის ახალი სახეები წარადგინა.

თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე დღეიდან „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდნენ.

პრემიერმა გუნდის ახალი წევრების წარდგენისას ყურადღება გენდერული თანასწორობის საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ წარდგენილი 15 ადამიანიდან, 8 ქალი და 7 მამაკაცია.
„მივეჩვიოთ ამ ახალ რეალობას, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია. ჩემო კოლეგებო, წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, ჩვენი გუნდის ახალ და არსებულ წევრებს, იმ რწმენით, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ! გილოცავთ დღევანდელ დღეს და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება და ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით ამ წმინდა ადგილას, კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენს მოწოდებას, ავაშენოთ უკეთესი საქართველო ყველასათვის, ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ქართველი კაცის, საქართველოს მოქალაქის საუკეთესო თვისებები იქნება ხაზგასმული. მინდა, ის ორი საუკეთესო თვისება მოვიყვანო ჩვენს იდეალად და ჩვენს მიზნად, რომელსაც ილია ყველა თავისი ნაბიჯით ყოველდღიურად უსვამდა ხაზს - ეს არის ქართველი კაცის თავმდაბლობა, მაგრამ ამავე დროს, თავდაჯერებულობა. ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ ჩვენ ვართ თავდაჯერებულები და იმ რწმენით გამსჭვალული, რომ საქართველო გაიმარჯვებს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, - მიმართა პრემიერმა საგურამოში შეკრებილ საზოგადოებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge