png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება

  • ეკონომიკა
  • 13.10.2015
  • 16:58
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება

აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთურის შეფასებით, ეს საკითხი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან პოლიტიზებულია.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად განმარტა, რომ საუბარია ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებზე, რაც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„გაზპრომის“ გაზსადენი, მრავალი წელია, მიაწოდებს სომხეთს გაზს და აქედან, ტრანზიტის სანაცვლოდ, ჩვენს ქვეყანას რჩება გარკვეული ოდენობის გაზი. ვინაიდან, სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა დაინტერესებულია, მეტი გაზი მიიღოს ამ გაზრდილი მოცულობიდან. რა არის აქ უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, გაუგებარია. ეს არის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკება, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გარკვეული ოდენობის გაზს საქართველო იღებს „შაჰდენიზიდან“ და სამხრეთის მილსადენიდან.

მთავრობის მეთაური ბაქოში მის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებსაც გამოეხმაურა.

„ჩვენ პრეზიდენტ ალიევთან გვაქვს ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა და ასე იქნება ყოველთვის, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთერთობის უნიკალური გამოცდილება. მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს სომხეთთან, თურქეთთან და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას იძენს, მეტი ინვესტორი ჩამოდის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილეს ჩინურ კომპანია POWERCHINA-სთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 108 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის საინვესტიციო პორტფელი რამდენიმე ათეული მილიარდი ლარია. მთავრობა მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, რიკოთის უღელტეხლზე გასაყვანი ახალი გზა.

პრემიერმა ოპონენტებს მოუწოდა, აქცენტი ამ პროგრესზე გააკეთონ და აღნიშნა, რომ უსამართლობაა კრიტიკის მოსმენა „ნაციონალური მოძარობის“ წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც გაზსადენის გაყიდვას გეგმავდნენ და რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთელი სტარტეგიული ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის შედეგებს და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, სამი წლის თავზე დამტკიცა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელს ფართო რეგიონში - მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის და ეფეტიანობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერია.

„ხელისუფლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში, არ ჩარეულა არც ერთი ტელევიზიის საქმიანობაში. მედიის, სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა იყო ჩვენი პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ჩვენ დავასრულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და ვახორციელებთ პროკურატურის რეფორმას. ნებისმიერ სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა და თვის ბოლოს ვაპირებ სამწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც ვრცლად, სფეროების მიხედვით  ვისაუბრებ ჩვენი მთავრობის მიღწევებზე. არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიღწევა. თუ შევადარებთ წინა მთავრობის გაკეთებულ საქმეებს, მოსახლეობა თავად დაინახავს ძალიან დიდ სხვაობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge